პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა
პრიმერას უკანასკნელი ორი ტურის შედეგად „რეალი“ ლიდერებს 1 ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა.
მოულოდნელი საჩუქარი
„ბარსელონამ“ ვალენსიაში „ლევანტესთან“ მოულოდნელი ქულები დაკარგა. მიუხედავად მოწინააღმდეგის თავდადებული თამაშისა, დამნაშავე პირველ რიგში სწორედ „ბარსელონაა“. კატალონიელები ჩვეული სულისკვეთების გარეშე თამაშობდნენ.
ანგარიში მატჩის დებიუტში მასპინძლებმა გახსნეს. მეათე წუთზე თავი ვინტრამ გამოიჩინა. „ბარსამ“ წონასწორობა სულ რაღაც 9 წუთში აღადგინა. გოლი ხერარდ პიკეს ანგარიშია.
დარჩენილ დროში სათამაშო უპირატესობას რა თქმა უნდა კატალონიელები ფლობდნენ, თუმცა ეს ანგარიშზე არ აისახა. „ბარსამ“ ზედიზედ ორი ფრე ითამაშა, თუმცა ლიდერობა არ დაკარგა, ვინაიდან თავისი მატჩი „ატლეტიკომაც“ ვერ მოიგო.
55 წუთიანი ლიდერობა
„ატლეტიკო“ პრიმერას 55 წუთი ლიდერობდა, თუმცა რაკიტიჩის გოლმა მადრიდელები მიწაზე დააბრუნა. უნაი ემერიმ სიმეონეს მკაცრი დაცვითი ფეხბურთი დაუპირისპირა, რამაც შედეგი გამოიღო. თუმცა, თავიდან „ატლეტიკოსთვის“ ყველაფერი კარგად იწყებოდა. მასპინძლები 18-ე წუთზე დავიდ ვილიას გოლით დაწინაურდნენ. აღნიშნულ ფაქტს „სევილიას“ ტაქტიკა არ შეუცვლია. სტუმრები მშვიდად ელოდნენ საკუთარ შანსს, რომელიც 74-წ წუთზე მიიღეს. საჯარიმოში წესები ხუანფრანმა დაარღვია, 11-მეტიანი კი ზუსტად ივან რაკიტიჩმა შეასრულა და საკუთარ გულშემატკივართან ერთად „ბარსელონას“ და „რეალის“ უამრავი ფანი გაახარა.
„რეალმა“ გარიდო სახლში გაუშვა
„რეალთან“ გამანადგურებელი მარცხის შემდეგ „ბეტისის“ მთავარი მწვრთნელი ხუან-კარლოს გარიდო თანამდებობიდან დაითხოვეს. მიმდინარე სეზონში სევილიური კლუბის მეორე მწვრთნელმა პოსტი ისე დატოვა, რომ „ბეტისთან“ ერთად ერთი გამარჯვებაც კი არ უზეიმია. გარიდოს ნაცვლად ამიერიდან კლუბს გაბრიელ კალდერონი გაუძღვება, რომელიც ძირითადად აზიაში მოღვაწეობდა. კალდერონს საკმაოდ რთული ამოცანა აქვს დასახული. „ბეტისი“ უიმედო აუტსაიდერია და კლუბის გადასარჩენად დიდი ძალისხმევაა საჭირო.
სევილიაში ჩასულმა „რეალმა“ მოწინააღმდეგის სისუტე არ გაითვალისწინა და მეტოქეს ერთი სუნთქვით გადაურბინა. რონალდუმ, ბენზემამ, დი მარიამ, ბეილმა და მორატამ ერთმანეთზე ლამაზი გოლები გაიტანეს, რაც უმნიშნველოვანესი გამარჯვების საწინდარი გახდა.
უკანასკნელ ორ ტურში ლიდერების წაფორხილების შედეგად სამეფო კლუბის „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.
18/01/14
მალაგა 0–0 ვალენსია
ბეტისი0–5რეალი
გოლები: რონალდუ 10’ ; ბეილი 25’ ; ბენზემა 45’ ; დი მარია 62’ ; მორატა 90’
ელჩე2–0რაიოვალეკანო
გოლები: ედუ ალბაკარი 19’ ; ხავი მარტინესი 79’
გრანადა0–0ოსასუნა
19/01/14
ესპანიოლი 1–0 სელტა
გოლი: სერხიო გ არსია 88’
ხეტაფე 2–2 რეალ სოსიედადი
გოლები: აგირეჩე 4’ (0:1); აგირეჩე 16’ (0:2); მარიკა 28’ (1:2); პედრო ლეონი 52’ (2:2)
ვილიარელი 2–0 ალმერია
გოლები: უჩე 3’ ; ბრუნო 87’
ლევანტე 1–1 ბარსელონა
გოლები: ვინტრა 10’ (1:0); პიკე 19’ (1:1)
20/01/14
ატლეტიკო 1–1 სევილია
გოლები: ვილია 18’ (1:0); რაკიტიჩი 74’ (1:1)
21/01/14
ბილბაო 4-2 ვალიადოლიდი
გოლები: ოსკარი 15′ (0:1); იბაი 65′ (1:1); დე მოარკოსი 75′ (2:1); იბაი 82′ (3:1); ანდერ ჰერერა 86′ (4:1); რამა 90′ (4:2)