15 იანვრამდე ყველა სახის სპორტული ღონისძიება შეჩერდება!

თარიღი: ნოემბერი 26, 2020

დღეს საქართველოს მთავრობა შეზღუდვების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოაცხადებს, მანამდე კი რამდენიმე გამოცემამ შეზღუდვების პაკეტის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

გავრცელებული ცნობით, 28 ნოემბრიდან 15 იანვრამდე ქვეყანაში ყველა სახის სპორტული ღონისძიება შეჩერდება. 15 იანვრიდან სპორტული ცხოვრების განახლება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

გარდა ამისა, 15 იანვრიდან დაიწყება შეზღუდვების მოხსნა, თუმცა შემოვა შაბათ-კვირის ფაქტორი.

1 თებერვლიდან იგეგმება სრულად ყველაფრის გახსნა.

მსგავსი სიახლეები