15 ცნობილი მწვრთნელი, რომელიც უმუშევარია
წარმოგიდგენთ ცნობილი უმუშევარი მწვრთნელების 15-კაციანი სიას.
1. პრემიერლიგის გასული წლის საუკეთესო მწვრთნელმა ტონი პურისმა აგვისტოში „კრისტალ პალასი“ დატოვა და სამუშაოს განახლებას არ ჩქარობს.
2. ხუან ანტონიო პიცი „ვალენსიადან“ გასულ სეზონში გაუშვეს, რის შემდეგ გუნდის საქმეები უკეთესობისკენ შეიცვალა, რასაც თავად სპეციალისტზე ვერ ვიტყვით.
3. ყველასთვის ცნობილი ბერნდ შუსტერის მუშაობა „მალაგას“ ხელმძღვანელობა არ დააკმაყოფილა.
4. ხუან იგნასიო მარტინესს „ვალიადოლიდიდან“ წასვლის შემდეგ სამუშაო ჯერაც ვერ უპოვია.
5. „გალათასარაიში“ რობერტო მანჩინი სწრაფად გადაუყვარდათ, რაც იტალიელი სპეციალისტის გათავისუფლების საბაბი გახდა.
6. კლარენს ზეედორფის „მილანში“ მუშაობა ისე სწრაფად დასრულდა, რომ ექს-ნახევარმცველმა თავისი სამწვრთნელო უნარების შესახებ ბევრი ვერაფერი გაიგო.
7. ემოციურმა კრის შერვუდმა 1,5-წლიანი კონტრაქტის მხოლოდ 5 თვე გაძლო.
8. „მაინცის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს ტომას ტუხელს „მეორე იურგენ კლოპად“ მოიხსენიებდნენ, თუმცა მან სამუშაო თავისი ნებით დატოვა.
9. „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გათავისუფლების შემდეგ დევიდ მოიესის ხილვა ჯერჯერობით არცერთ ინგლისურ კლუბს არ სურს.
10. კონტრაქტის მიხედვით, ლუჩანო სპალეტი „ზენიტისგან“ ხელფასის მიღებას აგრძელებს და სამუშაოს ძებნას არ ჩქარობს.
11. ბოლოს ბერტ ვან მარვეიკი „ჰამბურგში“ იყო, სადაც 143 დღის განმავლობაში იმუშავა.
12. მალკი მაკაის „კრისტალ პალასამდე“ მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდა. კლუბმა სპეციალისტის დაქირავება მას შემდეგ აღარ ისურვა, რაც იგი ჰომოფობიასთან და რასიზმთან დაკავშიბული სკანდალის მონაწილე გახდა.
13. „ვალენსიას“ კიდევ ერთი მწვრთნელი მიროსლავ ჯუკიჩი უმუშევარი ჯერ კიდევ 2013 წლის დეკემბრიდანაა.
14. სტივ კლარკმა „ვესტ ბრომვიჩთან“ ბევრს მიაღწია, თუმცა წასვლის წინ ხელმძღვანელობასთან და მოთამაშეებთან კონფლიქტი მოუვიდა.
15. ელი ბოპის გათავისუფლების შემდეგ მარსელო ბიელსამ „მარსელის“ შედეგები საგრძნობლად გააუმჯობესა.