16-გუნდიანი ჩემპიონატი და მისი მთავარი პრობლემა…

თარიღი: ნოემბერი 6, 2014

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი დაარსების დღიდან მუდმივ პრობლემებს განიცდის. საშინელი ინფრასტრუქტურა, დაუფინანსებლობა, სტადიონებისა და სხვა ელემენტარული პირობების არქონა გუნდთა და ლიგის დონეზე საგრძნობლად მეტყველებენ.

ზოგადად, ჩვენი ქვეყნის პირველობის ისტორიას თუ გავიხსენებთ, აღმოვაჩენთ, რომ ყოველ სეზონს თავისი პრობლემა ჰქონდა. გვახსოვს გუნდები, რომლებსაც სათამაშო ფორმაც კი არ ჰქონდათ, გვახსოვს ისეთი გუნდები, რომლებიც ჩემპიონატის ყველა მატჩს ვერ ატარებდნენ…

მიმდინარე სეზონის ყველაზე მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, გუნდების რაოდენობაა. ფეხბურთის ფედერაციამ გასული სეზონის ბოლოს გადაწყვიტა, რომ საქართველოს რიგით 25-ე უმაღლესი ლიგის გათამაშებაში მონაწილეობა თექვსმეტმა გუნდმა უნდა მიიღოს, რასაც, რასაკვირველია, საფეხბურთო წრეებსა და გულშემატკივრებში, ძირითადად, უკმაყოფილება მოჰყვა. სიმართლე რომ ვთქვათ, ბოლო სეზონების მიხედვით, დავრწმუნდით, რომ საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე 12 გუნდიც კი ბევრია. ეს მართლაც ასეა, თუნდაც იმიტომ, რომ ერთდროულად რამდენიმე კლუბი საშინაო შეხვედრებს მუდმივად ნეიტრალურ სტადიონზე ატარებს. ყოველ წელს ჩემპიონატის რეგლამენტის შეცვლას მხოლოდ უარყოფითი შედეგი რომ მოაქვს, ამაში კომპეტენტური პირები რამდენიმე წლის წინ უნდა დარწმუნებულიყვნენ. არადა, გვახსოვს ისეთი პირველობაც, რომელშიც მონაწილეობა თერთმეტმა გუნდმა მიიღო, რის გამოც ყოველ ტურში ერთ გუნდს დასვენება უწევდა (საუბარია 2008/09 წლების სეზონზე). საბოლოოდ, იმ სეზონში უმაღლესი ლიგის ბოლო ადგილი „ბორჯომმა“ დაიკავა, რომელმაც მხოლოდ 13 ქულა დააგროვა და გატანილი-გაშვებული ბურთების გრაფაში -64 „მიითვალა“.

ჩემპიონატი რეგლამენტის და გუნდთა რაოდენობის მხვრივ მუდმივ ცვლილებებს შემდგომ წლებშიც განიცდიდა. ასე, 2011/12 წლების სეზონში, როდესაც 12-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარება იგეგმებოდა, საინტერესო რეგლამენტი შემოიღეს. ორი წრის შემდგომ პირველი ექვსეულის გუნდები საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებდნენ, შესაბამისად, ქვედა ექვსეულის კლუბები უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეეცდებოდნენ. აღნიშნული სისტემით ჩემპიონატი შემდგომ ორ წელიწადშიც ჩატარდა. თუმცა 2011/12 წლების სეზონი დასამახსოვრებელი იმით იყო, რომ პირველი ექვსეულის კლუბებს მესამე წრეში მხოლოდ ის ქულები რჩებოდათ, რომლებიც მათ ამ ექვსეულის სხვა კლუბებთან მოიპოვეს. იგივენაირად ქულები ქვედა ექვსეულის გუნდებზეც ნაწილდებოდა, შესაბამისად, ასეთ გუნდებს მარტო ქვედა ექვსეულში მოასპარეზე კლუბებთან მიღებული ქულები ეთვლებოდათ. ამ სისტემით ბევრი უკმაყოფილო დარჩა და გადაწყდა, რომ შემდეგი სეზონიდან გუნდებს ყველა მიღებული ქულა სეზონის ბოლომდე ჩაეთვლებოდათ.

და, აი, მაშინ, როდესაც, თითქოს, ყველანი ამ სისტემას შევეჩვიეთ, ფეხბურთის ფედერაცია 16-გუნდიანი ჩემპიონატის ჩამოყალიბების იდეით გამოვიდა. არადა, თავიდან, მაგალითად, სეზონის დაწყების წინ „სამტრედიას“ ლიცენზიასაც კი არ აძლევდნენ (მართალია, მოგვიანებით ეს პრობლემა მოგვარდა, ახლა კი, კლუბი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანხით ფინანსედება)… წლევანდელ სეზონში კვლავ გამოდის ერთდროულად რამდენიმე კლუბი, რომელიც თავის საშინაო მატჩებს ნეიტრალურ მინდორზე ატარებს. ბოლნისის „სიონის“ სტადიონი ჩვენი ჩემპიონატის სტანდარტებსაც რომ ვერ აკმაყოფილებს, ქართული ფეხბურთით დაინტერესებულმა პირებმა დიდი ხნის განმავლობაში იციან, შესაბამისად, გუნდს, რომელიც ქვეყანას მიმდინარე წლის ზაფხულში ევროსარბიელზე წარმოადგენდა, მუდმივად გასვლაზე თამაშობს. „ლოკომოტივზე“ თავის მატჩებს ცხინვალის „სპარტაკიც“ ატარებს, რომელიც ამჟამად მეორე ადგილზე იმყოფება და პირველ პოზიციაზე მყოფ თბილისის „დინამოს“ ექვსი ქულით ჩამორჩება.

იმისთვის, რომ ჩემპიონატი 16-გუნდიანი იყოს, ყველა კლუბი, მინიმუმ, ელემენტარულ სტანდარტებს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. თუმცა, რა სტანდარტებზეა საუბარი, როდესაც უკვე სტადიონების მაგალითი განვიხილეთ. წარმოიდგინეთ, რა სიტუაციაა სხვა განხრით, მაგალითად, ხელფასების და ა.შ.

სეზონის წინ ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა განაცხადა, რომ კლუბი იმ მოთამაშეებს ვერ აიყვანს, რომლებსაც ქუთაისში სახლის დაქირავების საშუალება არ ექნებათ…

საქართველოს ჩემპიონატი, მაქსიმუმ, 10-გუნდიანი რომ უნდა იყოს, ამაში თითქმის ყოველ ტურში ვრწმუნდებით. თუნდაც, ამის ნათელ მაგალითს მარტვილის „მერანსა“ და ქობულეთის „შუქურას“ შორის სამტრედიაში გამართულ მატჩზე (და კვლავ გვახსენდება სტადიონების პრობლემა!) გადაღებული სურათ წარმოადგენს… მგონი, აქ რაიმე კომენტარის დამატება ზედმეტია, უბრალოდ, ნახეთ ეს სურათი და დასკვნას თვითონ გამოიტანთ:

3

როდესაც შოტლანდიის პრემიერლიგაში თორმეტი გუნდი გამოდის, ხოლო შვეიცარია, საერთოდ, ათი გუნდითაც კმაყოფილდება, საქართველოს უმაღლესი ლიგის დონის ჩემპიონატში თექვსმეტი გუნდი გამოდის.

ნოემბრის დასაწყისისთვის საქართველოს ჩემპიონატის მაყურებელმა ნამდვილად არ მოიწყინა, ვინ იცის, მიმდინარე სეზონში კიდევ რამდენ მსგავს სურათს ვნახავთ. ფაქტია, 16-გუნდიანი ჩემპიონატის ყურებით ვერავინ მოიწყენს…

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ბუფონი პირლოს: “ამიერიდან მისტერით უნდა მოგმართო?”

ანდრე პირლოს “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნას “ბიანკონერისა” და იტალიის საფეხბურთო ნაკრების ცოცხალი ლეგენდა, ჯ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” “ნაპოლი” უპრობლემოდ გაიარა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ბარსელონასა” და “ნაპოლის” შორის საპასუხო შეხვედრა გაიმართა, რომელიც კატალონიელთა გამარჯვებით, [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბაიერნმა” “ჩელსის” საპასუხო მატჩიც მოუგო (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის საპასუხო მატჩი გაიმართა, რომელიც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგაზე “დინამოს” 4 სავარაუდო მეტოქე გაირკვა

Uefa-მ დღევანდელი კენჭისყრის წინ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილეები ჯგუფებში გადაანაწილა და “დინამო თბილისი” განთესილ [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

პირლო “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელია

იტალიური პრესის ავტორიტეტული წარმომადგენლები ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ანდრეა პირლოს ჩააბარეს. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსმა” მაურიციო სარი დაითხოვა

ავტორიტეტული იტალიური გამოცემები ადასტურებენ ცნობას “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურიციო სარის დათხოვნის შესახებ. “ბიან...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე “ატალანტასთან” გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდა

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუჰელმა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩისთვის შედგენილი განაცხადი წარადგინა. როგორც ი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარანი “სიტისთან” მარცხზე: “პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ”

მადრიდის “რეალის” ფრანგმა მცველმა, რაფაელ ვარანმა, “მანჩესტერ სიტისთან” წაგებული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და პასუხისმგე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლიონმა” “იუვენტუსის” ბარიერი დაძლია (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსსა” და “ლიონს” შორის საპასუხო შეხვედრა გაიმართა, რომელიც იტალიელთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტიმ” “რეალი” მეორე მატჩშიც დაამარცხა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალს” შორის საპასუხო მატჩი გაიმართა, რომელიც [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

გაიცანით ეროვნული ლიგის კენიელი ვარსკვლავი ამოს ნონდი, რომელიც “დილას” ხერხემა

გორის “დილა” 16 ქულით ეროვნული ლიგის ლიდერია და ყველა საუბრობს მიკოლა კოვტალიუკზე, გურამ გიორბელიძეზე, ნიკა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარანის შეცდომა და სტერლინგის სწრაფი გოლი “რეალთან” მატჩში (ვიდეო)

“მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში რაჰიმ სტერლინგის სწრაფი გოლით გაიხსნა, რაშიც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალექსის სანჩესი “ინტერის” სრულფასოვანი მოთამაშე გახდა

ალექსის სანჩესი მილანის “ინტერის” სრულფასოვანი მოთამაშე გახდა. კლუბმა ჩილელი ფეხბურთელი უსასყიდლოდ დაიმატა. შეგახსენებთ, რომ მანამდე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბეილი გოლფის თამაშისას დააფიქსირეს (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” უელსელი ვარსკვლავი, რომელიც თვეში ხელფასის სახით ორ მილიონ ფუნტზე მეტს იღებს, კამერებმა გოლფის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხამესი “რეალში” აღარ ითამაშებს

“ასის” ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს ხამეს როდრიგესი აღარ სჭირდება. წყაროს თანახმად, 5 [&helli...
წაკითხვა