16-წლამდე გუნდმა უდანაკარგო სერია დაამრგვალა
ჭაბუკთა ლიგის ორივე ასაკობრივ ტურნირზე პირველი წრის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. ტორპედოელები ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ადგილობრივ ს.კ. „სიონის“ თანატოლებს შეხვდნენ.
დღევანდელ შეხვედრებში მონაწილე გუნდებს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მოედანზე მოუწიათ ორთაბრძოლების ჩატარება. როგორც წესი, ჯერ 16-წლამდე გუნდებმა გაუწიეს მეტოქეობა ერთმანეთს, სადაც ქუთაისელებმა ანგარიშით 4:0 სძლიეს მასპინძლებს და ზედიზედ მოგებული თამაშების რაოდენობა 10-მდე დაამრგვალეს. ტორპედოელ მეგოლეებს რაც შეეხება, ორ-ორჯერ თავი სერგი კუხიანიძემ და გეგი ბაქრაძემგამოიჩინეს. ამ წარმატებული სერიის შემდეგ რევაზ კვერნაძის შეგირდები ახალ წელს სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილზე შეხვდებიან. აქვე მოგახსენებთ, რომ ქვეყნის 16-წლამდე ნაკრებში ამ გუნდიდან შემდეგი ტორპედოელები გამოიძახეს: ლაშა სალუქვაძე, თემურ წულაია და ჯემიკო ზარნაძე.
„ტორპედო U-16”: კიკნაძე(მუკბანიანი 50), ჯინჭარაძე(ხურციძე 45), თავაძე, სალუქვაძე, გულბიანი, დავითულიანი(ბზიკაძე 50), ზარნაძე(გოგიაშვილი 37), მაღლაკელიძე(აბულაძე 45), წულაია(კალანდია 50), ბაქრაძე(შარვაშიძე 42), კუხიანიძე.
დაძაბული გამოდგა მეორე მატჩი, რაც მის საბოლოო ანგარიშზეც აისახა 2:2. სტუმრები ორჯერ აღმოჩნდნენ მდევრის რანგში, თუმცა გაბრიელ საღრიშვილისა(პენალტით) და გიორგი გორდაძისგოლებით(75-ე და 92-ე წუთებზე) გუნდები თითო-თითო ქულას დასჯერდნენ. აკაკი კვერნაძისთაოსნობით 18-წლამდე ტორპედოელებმა „უმცროსების“ მსგავსად ეს წელი მე-3 ადგილზე დაასრულეს.
„ტორპედო U-18”: გეგუჩაძე, წიქარიშვილი(გიორგაძე 80), ნიშნიანიძე, ქუთათელაძე(შეყრილაძე 50), ბურჯანაძე, მარდალეიშვილი(გორდაძე 81), ა. ჭიჭინაძე(ღარწკია 82), იონანიძე(გაბუნია 80), საღრიშვილი, ო. ჭიჭინაძე(ჯავახაძე 65), ჩიხლაძე.
FCTorpedo.GE