16-წლამდე ნაკრები ბანნიკოვის ტურნირზე
საქართველოს 16-წლამდე ნაკრები უკრაინაში ჩავიდა და დღეს ვიქტორ ბანნიკოვის მემორიალური ტურნირის პირველ მატჩს ჩაატარებს ჩეხეთის წინააღმდეგ. შეხვედრას ბორისპოლის სტადიონი უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების მეტოქეები ბ ჯგუფში ჩეხეთის გარდა ლატვია და მოლდოვა იქნებიან. ა ჯგუფში კი უკრაინა, სერბეთი, ისრაელი და ბულგარეთი მოხვდნენ.
გურამ ასპინძელაშვილმა ტურნირზე ასეთი შემადგენლობა წაიყვანა: თამაზ ბაბუნაძე, დემეტრე ბულისკერია, ცოტნე კაპანაძე, ბექა დარცმელია, ლუკა შუბითიძე, ანზორ მექვაბიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, ირაკლი ჯავახიშვილი, ზურა დავითაშვილი, გიორგი ლომიძე, თორნიკე მეგრელიშვილი, ლევან ხარაბაძე, ფირუზ გაბიტაშვილი, საბა გაბედავა, თეიმურაზ გაბუნია, გიორგი ივანიაძე, ივა გელაშვილი, არჩილ ბასარია, გიორგი კაკაურიძე, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა.
სფფ-ის პრესსამსახური