16-წლამდე ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა, სადაც 11-15 აპრილს უეფას ეგიდით დაგეგმილ ოთხთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ტურნირს სპორტკომპლექსი “ალბენა” უმასპინძლებს და ჩვენი გუნდის გარდა მასში მასპინძელი ბულგარეთი, ხორვატია და რუმინეთი მონაწილეობენ.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გურამ ასპინძელაშვილმა ალბენაში 20 ფეხბურთელი წაიყვანა: თამაზ ბაბუნაძე, დემეტრე ბულისკერია, ცოტნე კაპანაძე, ბექა დარცმელია, გიორგი გულიაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, თორნიკე გობრონიძე, ირაკლი ჯავახიშვილი, ზურაბ დავითაშვილი, გიორგი ხარშილაძე, თორნიკე მეგრელიშვილი, ლევან ხარაბაძე, გიორგი ფაღავა, საბა გაბედავა, გიორგი ჯინჯოლავა, გიორგი ივანიაძე, ივა გელაშვილი, არჩილ ბასარია, ბექა ბუიღლიშვილი, ნიკოლოზ ქუთათელაძე.
ტურნირის განრიგი ასეთია:
11 აპრილი ხორვატია – რუმინეთი; საქართველო – ბულგარეთი
13 აპრილი რუმინეთი – საქართველო; ბულგარეთი – ხორვატია
15 აპრილი საქართველო – ხორვატია; რუმინეთი – ბულგარეთი.
სფფ-ის პრესსამსახური