16 წლის ნიკოლას სირიმ პელეს მიღწევა გააუმჯობესა და ისტორიაში შევიდა (ვიდეო)
ურუგვაული “დანუბიოს” თავდამსხმელი, ნიკოლას სირი მეორე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა პროფესიონალურ ფეხბურთში, ვინც ჰეთ-თრიქის შესრულება მოახერხა. სირიმ 19 მარტს, ურუგვაის ჩემპიონატში “ბოსტონ რივერს” სამი გოლი მაშინ გაუტანა, როცა 16 წლის, 11 თვისა და 2 დღის იყო.
“დანუბიოში” მისი დებიუტი 13 მარტს, “ნასიონალის” წინააღმდეგ შედგა და მან ამ შეხვედრაშიც შეძლო გოლის გატანა.
ახალგაზრდა ურუგვაელმა თავდამსხმელმა ამ კონკრეტული მიღწევით ისეთ ფეხბურთელებს გადაასწრო, როგორებიც ლეგენდარული პელე და მარადონა არიან.
რამდენიმე ესპანური გამოცემის ცნობით, ნიკოლას სირის მიმართ ინტერესს “ბარსელონა” იჩენს და არ არის გამორიცხული, მალე ის ამ კლუბში ვიხილოთ.
იხილეთ ნიკოლას სირის სამივე გოლი “ბოსტონ რივერის” კარში
Nicolás Siri scored the perfect hattrick for Danubio today.
Good header ✅
Delicate chip with his left-foot ✅
Clean strike with his right-foot ✅16-years-of-age. He is the real deal.pic.twitter.com/V81e0Rwbl5
— Warriors of Uruguay (@UruguayHeroes) March 19, 2021
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც ერთ მატჩში 3 ან მეტი გოლი გაიტანეს:
1. ტრევო ფრანსისი (16 წლისა და 307 დღის) – პოკერი
2. ნიკოლას სირი (16 წლისა და 344 დღის) – ჰეთ-თრიქი
3. დიეგო მარადონა (17 წლისა და 137 დღის) – ჰეთ-თრიქი
4. პელე (17 წლისა და 244 დღის) – ჰეთ-თრიქი