17 აგვისტო დინამოს ისტორიაში
17 აგვისტოს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურში დინამო თბილისი ბოლნისის სიონს უმასპინძლებს. შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.
17 აგვისტოს დინამოს თავის ისტორიაში 14 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 5 მოგება, 6 ფრე და 3 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 26/16 თბილისელთა სასარგებლოდ.
1940 წელს დინამომ მოსკოვში ავტოქარხნელები 3:2 დაამარცხა. ტორპედოს გოლები ბერძენიშვილმა, ბერეჟნოიმ და პაიჭაძემ გაუტანეს. 1949 წელს მოსკოვში თანაკლუბელებმა თბილისელებს 4:1 მოუგეს. ერთადერთი გოლი თოდრიას ანგარიშზეა. 1952 წელს თბილისელებმა იმავე ანგარიშით მინსკელ თანაკლუბელებს აჯობეს. ჭკუასელმა ჰეთ თრიქი შეასრულა. ერთი გოლიც ვარდიმიადიმ გაიტანა. 1966 წელს მტკვრისპირელებმა დონის როსტოვის სკა-ს 3:1 აჯობეს. თავის გამოჩენა იამანიძემ (2) და მაისურაძემ მოახერხეს. 1970 წელს ჩვენი გუნდი ტაშკენტში დამარცხდა პახტაკორთან 1:2. თბილისელთაგან ზუსტად გივი ნოდიამ ითამაშა. მომდევნო წელს დინამომ რეხვიაშვილის დუბლით ბაქოს ნეფთჩი დაამარცხა. 1975 წელს დონის როსტოვთან შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. წერეთელმა გაიტანა გოლი. ორი წლის შემდეგ მოსკოვის ცსკა- თან მატჩი 2:2 მორჩა. გოლების ავტორები დარასელია და ყიფიანი გახლავთ. 1979 წელს ისევ დონის როსტოვის სკა და ისევ 1:1. ამჯერად გოლი დარასელიას ანგარიშზეა. მომდევნო წელს თბილისელები კიევის დინამოსთან დამარცხდნენ მინიმალური ანგარიშით 0:1, ხოლო 1988 წელს მატჩი მოსკოველ თანაკლუბელებთან უგოლოდ დასრულდა.
1990 წელს დინამომ შვიდი ბურთი გაუტანა ცხინვალის ლიახვს. რევიშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა, გია ჯიშკარიანმა დუბლი, თითო გოლი კი ყაველაშვილმა და კერძევაძემ გაიტანეს. 2003 წელს დერბი ვიტ ჯორჯიასთან გატანილი გოლების გარეშე მორჩა. 2013 წელს მატჩი გორში დილასთან ფრედ 1:1 დასრულდა. ზუსტი დარტყმა დვალის ანგარიშზეა.
fcdinamo.ge