17 წლამდე ლიგის ბომბარდირი კარიერას თბილისის “ლოკომოტივში” გააგრძელებს
თბილისის ლოკომოტივისა და საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 17 წლის ფორვარდი, შოთა შეყილაძე კარიერას ჩვენს კლუბში გააგრძელებს. საქართველოს 19 წლამდე ნაკრების წევრსა და ლოკომოტივს შორის 3 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
შეყილაძე საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის აღზრდილია. 2017 წელს, მან საქართველოს 17 წლამდე ლიგაში 44 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
გასულ სეზონში, ზესტაფონმა, 17 წლამდე ლიგის გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა.
უკვე რამდენიმე დღეა, შოთა ლოკომოტივში ვარჯიშობს. მან მონაწილეობა, 1 თებერვალს, შევარდენი 1906-ის წინააღმდეგ, ამხანაგურ მატჩშიც მიიღო.