17-წლამდე ნაკრები სერბებთანაც დამარცხდა
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ელიტრაუნდის მეორე მატჩიც წააგო. ნოდარ აკობიას გუნდი ამჯერად მასპინძელ სერბებთან დამარცხდა.
არადა, პირველი ტაიმიდან გამომდინარე, ძნელად თუ იტყოდი, რომ ჩვენი გუნდი ამ შეხვედრას დათმობდა. საქართველოს ნაკრები პირველ ნომრად თამაშობდა და სერბები მხოლოდ კონტრშეტევებით ცდილობდნენ წარმატების მიღწევას.
მეორე ტაიმის შუაში კი, სიტუაცია შეიცვალა და სერბებმა ხუთწუთიან მონაკვეთში შეძლეს ორი გოლის გატანა.
31 მარტს გასამართი, ჯგუფის ბოლო მატჩი ირლანდიასთან უკვე ფორმალობად იქცა, რადგან გერმანიამ 3:0 სძლია ბრიტანელებს და შესაბამისად, ქართველები და ირლანდიელები პრესტიჟისთვისღა ითამაშებენ. მე-5 ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელის ვინაობა კი, გერმანიასა და სერბეთს შორის მატჩში გაირკვევა.
17-წლამდელთა ელიტრაუნდი. მე-5 ჯგუფი. სერბეთი, სტარა პაზოვა
საქართველო – სერბეთი 0:2 (0:0)
საქართველო: ქურდაძე, ქობულაძე, კაკიაშვილი, ნადარაია, კომახიძე, კამლაძე, მამუჩაშვილი (კიკნაძე 58), გოშთელიანი (არაბიძე 41), ბერიძე (ქორიძე 75), მიქელთაძე, ჯობავა
მთ.მწვრთნელი – ნოდარ აკობია
სერბეთი: მილინკოვიჩ-სავიჩი, ზლატკოვიჩი, ზლიჩიჩი, ტუფეგჟიჩი (სტოიანოვიჩი 49), იანკოვიჩი (კარიშიჩი 56), შპოლარიჩი (მიტროვიჩი 67), იოვიჩი, გლავჩიჩი, შაპონიჩი, შარენაკი, სტანკოვიჩი
მთ.მწვრთნელი – ბრანისლავ ნიკოლიჩი
გოლები: შაპონიჩი (64), კარიშიჩი (69)
სფფ-ის პრესსამსახური
სერბეთი, სტარა პაზოვა