17-წლამდელები ბოსნიით იწყებენ (ვიდეო)
15 მარტს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ელიტ-რაუნდის პირველ მატჩს გამართავს ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.
დღეს ვასილ მაისურაძის გუნდმა პირველი ოფიციალური მატჩის წინ ბოლო ვარჯიში სწორედ “მიხეილ მესხზე” ჩაატარა. ჩვენი ნაკრები, მიკროტრავმების მიუხედავად, საბრძოლო შემადგენლობით დაუხვდება მეტოქეს. ვარჯიშის დაწყებამდე 17-წლამდე ნაკრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი შეხვდა – გუნდი გაამხნევა და წარმატებები უსურვა. ვარჯიშის შემდეგ კი ვასილ მაისურაძემ და გუნდის კაპიტანმა ლუკა ასათიანმა პრესკონფერეციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
ელიტ-რაუნდში საქართველოს ნაკრების 18-კაციანი განაცხადი ასეთია:
მეკარეები – ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), დავით კერესელიძე (ცხინვალი);
მცველები – დავით კიკალიშვილი (დინამო), ჯაბა კასრელიშვილი (35-ე სკოლა), ლუკა ასათიანი (იაგელონია, პოლონეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო), ლუკა ქაფიანიძე (დინამო);
ნახევარმცველები – ზურაბ გულბანი (ზვოლე, ჰოლანდია), გიორგი კუცია (დინამო), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (35-ე სკოლა), სანდრო შეწირული (ლოკომოტივი), ზურა დავითაშვილი (დინამო), ნიკა ნინუა (დინამო), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო);
თავდამსხმელები – ნუგზარ სპანდერაშვილი (35-ე სკოლა), გიორგი ივანიაძე (საბურთალო), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი), ბექა ქავთარაძე (35-ე სკოლა).
16 საათზე “მიხეილ მესხის” სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში იტალია რუსეთს შეხვდება.
სფფ-ის პრესსამსახური