17-წლამდელები დანიასთან პირველ ტესტ-მატჩში დამარცხდნენ

თარიღი: აგვისტო 27, 2014

დღეს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა დანიის 17-წლამდე ნაკრებთან.

მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის 66-ე წუთზე გავიდა და სწორედ, ამ გოლით იმარჯვეს ჩვენმა სტუმრებმა.

მატჩის პირველი ტაიმი სახიფათო მომენტებით დახუნძლული არ ყოფილა. დანიელებს რამდენჯერმე ჰქონდათ კარგი შანსიმ როცა ჩვენი მცველები სცოდავდნენ, თუმცა, ასპროცენტიან მომენტებამდე საქმე არ მისულა; ანაც მეკარე ჩოჩიშვილი თამაშობდა დამაჯერებლად. ტაიმის ბოლოს, ლამაზი ეპიზოდი შექმნა ვატო არველაძემ, როცა საჯარიმოს ხაზზე მან რამდენიმე ცრუ მოძრაობით მცველები დააბნია და კარშიც სახიფათოდ დაარტყა, თუმცა, ბურთი კარს სულ მცირედით ასცდა. ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრები აშკარად გამოცოცხლებული გამოვიდა მოედანზე და ეს გახშირებულ შეტევებშიც აისახა. ჯერ მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა ბუღრიძემ ვერ აჯობა დანიელთა კიპერს; შემდეგ კვლავ ჰქონდათ მომენტები არველაძესა და ბუღრიძეს. 66-ე წუთზე კი, ბურთი ჩვენს კარში მივიღეთ. საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა ანდერს დრეიერმა და ანგარიში გახსნა.

ამის შემდეგ, რეალური საგოლე მომენტი აღარ გვქონია და მატჩიც 0:1 დასრულდა.

 

საქართველო U17 vs დანიაU17 0:1 (0:0) ამხ.

საქართველო U17: ჩოჩიშვილი, ჭურაძე (ბერძენაძე 75), ყურშავიშვილი (კაპ), ლოჩოშვილი, ბუღაძე (ბულუხაძე 80), ყურაშვილი, კუხიანიძე, ვ.არველაძე (ჯამარაული 68), ბუღრიძე (ფოჩხუა 62), არაბიძე (ლეჟავა 48), მალაზონია (მუზაშვილი 48)

მთ.მწვრთნელი – გოჩა ტყებუჩავა

დანიაU17მიკელსენი, ბუური, კუროვიჩი, შულცი, რივჟიჩი (არნდალ-ლაურიტსენი 57), მუკოლი, კრისტენსენი (კაპ), რამკილდე (იაკობსენი 52), როკიაერი (კირკი 51), ლარსენი, ვანგი (დრეიერი 41)

მთ.მწვრთნელი – იან მიქაელსენი

გოლი: დრეიერი (66)

მთ.მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

28 აგვისტოს, გუნდები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს. მატჩი კვლავ „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება და17:30 წუთზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მოურინიო: “მეგონა, მე გავიზარდე, მაგრამ “შკენდიას” კარები 5 სანტიმეტრით

24 სექტემბერს, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ტოტენჰემი” სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიურ “შკენდიას” დაუპირისპირდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფას სუპერთასი “ბაიერნმა” მოიგო (ვიდეო)

ბუდაპეშტის “პუშკაშ არენაზე” მიუნხენის “ბაიერნსა” და “სევილიას” შორის უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელიც გერმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამოს” ჰეთრიკი 30 წლის ცხვრების მწყემსმა და დელფინებზე მონადირემ შეუსრულა (

თბილისის “დინამო” ფარერებში “კლაკსვიკთან” 6-1 უშანსოდ განადგურდა და ჰეთრიკის ავტორი პალ კლეტსკარდი გახდა. კლეტსკარდის პროფესიი...
წაკითხვა
ფეხბურთი

თორნიკე ოქრიაშვილის წითელი ბარათი “ბაზელთან” მატჩი (ვიდეო)

“ანორთოსის” შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე “ბაზელის” წინააღმდეგ 2 ყვითელი ბარათი მიიღო [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივის” ღირსეული მარცხი, “დინამო” გაუქმდა !

ქართული გუნდები ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნენ. თბილისის “ლოკომოტივს” “გრანადას” კარის მიმართულებით დარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კლაკსვიკი” – “დინამო” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამო” სტუმრად ფარერების “კლაკსვიკს” დაუპირისპირდება. უკვე ცნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გრანადა” – “ლოკომოტივი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკომოტივი” სტუმრად ესპანურ “გრანადას” დაუპირისპირდება. უკვე ც...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “კოვიდი მამაცი ყოფილა, ჩემთან დაპირისპირება რომ გაბედა”

“მილანის” თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. შვედმა ფეხბურთელმა კოვიდ-19-ის ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღო. ზ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “მილანის” თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოთხშაბათს კოვიდ-19 “...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესი “ბარსელონას” ცრემლებით დაემშვიდობა (ვიდეო)

ლუის სუარესმა კატალონიის “ბარსელონა” დატოვა. ამიერიდან ურუგვაელი თავდამსხმელი მადრიდის “ატლეტიკოს” ღირსებას დაიცავს. 33 წლის ფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტადიო ოლიმპიკოზე” 20000 გულშემატკივრის ყოფნაა შესაძლებელი”

იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, პიერპაოლო სილერიმ განაცხადა, რომ სერია A-ში, ტრიბუნებზე უფრო მეტი გულშემატკივრის ყოფნა იქნება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჭიაბრიშვილი: “ლოკომოტივმა 3 მწვრთნელი გამოიცვალა და “გრანადას” ძა

თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა “გრანადასთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. “გრანადასR...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჭიაბრიშვილი: “ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს”

თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ესპანურ “გრანადასთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. “გრან...
წაკითხვა