17-წლამდელები ელიტრაუნდში არიან
დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ორივე მოედანზე 17-წლამდე ფეხბურთლთა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.
პირველ მატჩს სათადარიგო სტადიონმა უმასპინძლა, რომელზეც ურთიერთობას პოლონეთის და ლიხტენშტეინის გუნდებმა გაარკვიეს. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა პოლონელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 4-0 დასრულდა. ლიხტენშტეინელთა კარში გოლები სიმანმა, ბელიკმა, ოზვიაკმა და ვოიტკოვსკიმ გაიტანეს.
ამ გამარჯვებით პოლონელებმა ელიტრაუნდში თამაში გაინაღდეს, ისევე როგორც საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც დღის მეორე შეხვედრაში ესტონეთს სძლია.
ტყებუჩავას ნაკრებს ბალტიისპირელებთან საკმაოდ რთული მატჩის გადატანა მოუწიათ. ანგარიში სტუმრებმა, შეხვედრის 31-ე წუთზე გახსნეს. გოლის ავტორი კაიტი გახდა. საქართველოს ნაკრებმა გათანაბრება მეორე ტაიმში, 53-ე წუთზე, ნაკრების ლიდერის გიორგი არაბიძის, გოლით შესძლო. საბოლოო ანგარიში კი 79-ე წუთზე ნიკა ნინუამ დააფიქსირა და საქართველოს ნაკრებს მეორე გამარჯვებასთან ერთად ელიტრაუნდის საგზურიც მოუპოვა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში ტყებუჩავს გუნდი პოლონეთს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებს.
ესტონეთი 1-2 საქართველო
გოლები: კაიტი 31′ (1:0); არაბიძე 53′ (1:1); ნინუა 79′ (1:2)
ესტონეთი: ნომი, ნილოპი, კანელი, ვილოტა, კანტერი (იარველაიდი 63′), მუტსო, მიჰაილოვი, კაიტი, ვაინუმაე, ლიპი, ლეპიკი (სორგა 41′)
მთავარი მწვრთნელი: ლარს ჰოპი
საქართველო: ჩოჩიშვილი, ჭურაძე, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ყურაშვილი (საგრიშვილი 82′), ნინუა, არველაძე (კოხრეიძე 49′), ბუღრიძე (მუზაშვილი 74′), არაბიძე, ლეჟავა.
მთავარი მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა