17-წლამდელები ევროშესარჩევს იწყებენ – ვარჯიშები, ტურნირის გრაფიკი…

თარიღი: ოქტომბერი 15, 2013

17 ოქტომბრიდან, საქართველო უეფას 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს მასპინძლობს. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მე-11 ჯგუფში იასპარეზებს და მისი მეტოქეები ჰოლანდიის, ფარერებისა და სან მარინოს 17-წლამდე ნაკრები გუნდები იქნებიან.

ტურნირის ფორმატის თანახმად, შესარჩევის ქვეჯგუფებიდან ელიტრაუნდში ორ-ორი საუკეთესო გადავა. 17-წლამდე ასაკში, საქართველო უკვე მეორედაა ამ შესარჩევი ეტაპის მასპინძელი. ელიტრაუნდი კი, ჯერ მხოლოდ ერთხელ ჩავატარეთ.

საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი საწვრთნელი შეკრება ზუგდიდში, „ბაიას“ ბაზაზე გაიარა. ნოდარ აკობია და მისი გუნდი თბილისში დღეს საღამოს დაბრუნდება და სასტუმრო „ბატესტაში“ დაბინავდება. ჩვენი სტუმარი სამივე გუნდი კი, სასტუმრო „Holiday Inn“ – ში იცხოვრებს.

თბილისს ყველაზე ადრე ფარერების კუნძულების 17-წლამდე ნაკრები ეწვია. კუნძულელები 14 ოქტომბერს ჩამოვიდნენ. უკვე თბილისშია ჰოლანდიის ნაკრებიც. სან მარინოელები კი, დღეს, გვიან ღამით ჩამოვლენ.

ხვალინდელი, 16 ოქტომბრის სავარჯიშო გრაფიკი კი, ასეთია:

16 ოქტომბერი

10:30 წუთი – ჰოლანდიის 17-წლამდე ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს „დინამო არენაზე“ გამართავს

12:00 საათი – საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ოფიციალურ ვარჯიშს „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ჩაატარებს. ვარჯიში მედიისთვის საწყისი 15 წუთი გაიღება.

15:00 საათი – ფარერების 17-წლამდე ნაკრები საფეხბურთო სკოლა „ოლიმპიკის“ მოედანზე ივარჯიშებს.

16:30 წუთი – სან მარინოს 17-წლამდე ნაკრების ვარჯიში საგურამოში.

რაც შეეხება ტურნირისწინა ოფიციალურ პრესკონფერენციას, მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ოთხივე გუნდის მთავარ მწვრთნელს 16 ოქტომბერს, საღამოს 19:15 წუთიდან სასტუმრო „Holiday Inn“ – ის საკონფერენციო დარბაზში შეხვდნენ. აქვე გაიცემა ტურნირზე დასასწრები აკრედიტაციებიც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თავის პირველ შეხვედრას 17 ოქტომბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, სან მარინოს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი, 14:00 საათზე, „დინამო არენაზე“ ერთმანეთს ჰოლანდიისა და ფარერების ნაკრები გუნდები შეხვდებიან.

სფფ-ის პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია: “ფეხბურთი “რეალის” ამ ფეხბურთელმა შემაყვარა”

ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემაში “ნოესთან” მის საყვარელ გუნდზე და ფეხბურთელზე ისაუბრა. “ერთ-ერთი მეოცნებე ბიჭია, რომელმაც ბავშვობიდან [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია: “მთავარი ადამიანი ჩემს წარმატებაში მამუკა ჯუღელია”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემაში “ნოესთან” მამუკა ჯუღელზე ისაუბრა. &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი: “ქართულ ფეხბურთში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნულ ლიგაში არსებულ სიტუაციაზე გადაცემა “სპორტი იმედზე” ისაუბრა. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთაისის “ტორპედოს” ეროვნულ ლიგაში უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს

ქუთაისის “ტორპედოს” ტრანსფერების განხორციელების შემდეგ ეროვნულ ლიგაში ძალიან მაგარი შემადგენლობა აქვს და თითო პოზიციაზე მინიმუმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება შოთა არველაძის თავს?

48 წლის სპეციალისტმა 2020 წელს ტაშკენტის “ფახთაქორი” დატოვა და მას შემდეგ ისვენებს. გავრცელებული ინფორმაცია, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავით თარგამაძე 32 წლის ასაკში საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშია (ფოტოები)

32 წლის დავით თარგამაძე, რომელმაც კარიერა გასულ წელს დაამთავრა, ძალიან მაგარ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება. თარგამაძე, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძე ახალ გუნდში გადადის

“ფეჰერვარის” 27 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე იჯარის წესით კარიერას “ზალაეგერშეგში” გააგრძელებს. ბუდუს მიმართ ინტერესს პოლო...
წაკითხვა
ფეხბურთი

თუ ვინმეს სასწრაფოდ არ დაჭირდა – კვარა “რუბინში” რჩება

საქართველოს ნაკრების 20 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულამდე ყაზანის “რუბინს” არ დატოვებს. როგორც რუსული პრესა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართულმა გუნდებმა ამოისუნთქეს – დაფინანსება გაგრძელდება

მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ სათამაშო ბიზნესს რეგულაციები დაუწესა, ქართულ სპორტს საკმაოდ დიდი დაფინანსება მოაკლდა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარტვილის “მერანი” – 5 მოვიდა და 8 წავიდა

დღეს, მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე “მერანი” შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. ცოტნე მონიავას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაპუნაშვილის პირველი ინტერვიუ: “მქონდა ვრცელი საუბარი…”

26 წლის გიორგი პაპუნაშვილმა “ტორპედოში” გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. “მადლობას გადავუხდი ხელმძღვანელობას, მთავარ მწვრ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავით კობოური ჩეხეთში გადავიდა – გუნდს მოგება არ აქვს

თბილისის “დინამოს” 24 წლის ფებურთელი დავით კობოური კარიერას ჩეხეთის ბოლოადგილოსან გუნდში, “კარვინაში” გააგრძელებს. კობოურმა გუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: გიორგი პაპუნაშვილი “ტორპედოს” ფეხბურთელია

26 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი “ტორპედოს” შეუერთდა. “ტორპედომ” მისი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. პაპუ გ...
წაკითხვა