17-წლამდელები მინსკში მიემგზავრებიან
20-28 იანვარს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ჩვენი გუნდი „ბ“ ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად ისლანდია, ისრაელი და მოლდოვა ეყოლება.
მთავარი მწვრთნელის გიორგი მიქაძის ნაცვლად, რომელიც ამჟამად სამწვრთნელო პროლიცენზიის კურსს გადის, მინსკში წასაყვანი შემადგენლობა ზურაბ ხიზანიშვილმა შეარჩია:
მეკარეები: ავთო კაპანაძე (ჩიხურა), ლუკა ხარატიშვილი (აკადემია);
მცველები: ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ნიკა კოკაია (გაგრა), ზურაბ ლატარია (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), გიორგი გრიგალაშვილი (აკადემია), ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), საბა მამაცაშვილი (საბურთალო);
ნახევარმცველები: ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ნიკა ტალახაძე (საბურთალო), ანდრია დევდარიანი (ტორპედო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), ლუკა გაგნიძე (დინამო თბ), ივანე ფოცხვერია (მეტალურგი, ზაპოროჟიე, უკრაინა);
თავდამსხმელები: დავით ზურაბიანი (დინამო თბ), ლუკა ტორონჯაძე (გაგრა).
ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 20 იანვარს ისლანდიასთან ჩაატარებს, 22 იანვარს ჩვენი გუნდი ისრაელს შეხვდება, ხოლო 24 იანვარს – მოლდოვას.
სფფ-ის პრესსამსახური