17-წლამდელები საკვალიფიკაციო ეტაპის სამზადისს შეუდგნენ
საწვრთნელი შეკრება დაიწყო საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა. გოჩა ტყებუჩავას გუნდი უეფას ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის თბილისში მოემზადება. საკვალიფიკაციო ეტაპს კი, 19-წლამდელთა მსგავსად, საქართველო და ჩვენი დედაქალაქი უმასპინძლებს. მატჩები კვლავ „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.
მოსამზადებელ ეტაპზე, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი ფეხბურთელები შეკრიბა:
მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი („საბურთალო“), ლევან ისიანი („დინამო“ თბილისი)
მცველები: ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, თორნიკე ჭურაძე (ყველა „დინამო“ თბილისი), გიორგი ბერძენაძე, შალვა ბურჯანაძე (ორივე „ტორპედო“, ქუთაისი), ომარ ბულუხაძე („საბურთალო“)
ნახევარმცველები: გაბრიელ საღრიშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ვატო არველაძე (35-ე სკოლა), ლაშა ლეჟავა („ლოკომოტივი“, თბილისი), ნიკას ნინუა, აკაკი ყურაშვილი (ორივე „დინამო“ თბილისი), ნიკა კვანტალიანი („დინამო“ ბათუმი), გიორგი კოხრეიძე („საბურთალო“),
თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე („ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკე მუზაშვილი („საბურთალო“), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“ თბილისი)
საკვალიფიკაციო ეტაპი 26 ოქტომბერს დაიწყება და ჩვენი მეტოქეები პოლონეთის, ესტონეთისა და ლიხტენშტეინის 17-წლამდე ნაკრები გუნდები იქნებიან. შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის.
26 ოქტომბერი
13:00 – პოლონეთი vs ესტონეთი („მიხეილ მესხი“ – 2)
15:00 – საქართველო vs ლიხტენშტეინი („მიხეილ მესხი“ – ცენტრალური)
28 ოქტომბერი
13:00 – პოლონეთი vs ლიხტენშტეინი („მიხეილ მესხი“ – 2)
15:00 – ესტონეთი vs საქართველო („მიხეილ მესხი“ – ცენტრალური)
31 ოქტომბერი
15:00 – საქართველო vs პოლონეთი („მიხეილ მესხი“ – ცენტრალური)
15:00 – ლიხტენშტეინი vs ესტონეთი („მიხეილ მესხი“ – 2)
სფფ-ის პრესსამსახური