17-წლამდელებმა სირენკას თასზე გამოსვლა დაასრულეს
3 სექტემბერს, პოლონეთში მიმდინარე სირენკას თასზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ბოლო მატჩი გამართა. გურამ ასპინძელაშვილის გუნდი მესამე ადგილისთვის ფინეთის 17-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 0-0 დასრულდა, მაგრამ მეორე ტაიმში ფინელებმა 3 გოლის გატანა მოახერხეს და 3-0 იმარჯვეს.
საბოლოოდ, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ტურნირზე სამი შეხვედრა ჩაატარა – 1 მოიგეს, 1 ფრე (მარცხი პენალტებით) და 1 წააგეს და რვაგუნდიან ტურნირში მეოთხე ადგილზე გავიდნენ.
საქართველო U17 – ფინეთი U17 0-3
საქართველო U17: მამარდაშვილი, კაპანაძე, გულიაშვილი (54’ გაბუნია), ჯავახიშვილი (54’ გელაშვილი), ხარაბაძე, გაბედავა, ივანიაძე, ჯინჯოლავა, გრძელიძე, ლორდქიფანიძე, ხვედელიძე
მთ. მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი
გაფრთხლება: 44’ ხვედელიძე, 45’ ხარაბაძე, 80’ გელაშვილი