17-წლამდელთა ნაკრებმა ვიკტორ ბანნიკოვის თასი მოიგო
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართული საერთაშორისო ტურნირი, ვიქტორ ბანნიკოვის სახელობის თასის XIV გათამაშება მოიგო!
გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა გუნდმა გადამწყვეტ მატჩში ისრაელს 4:1 სძლია. ქართველმა 17-წლამდელებმა ეს ტურნირი შარშანაც მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა პირველ ორ ტურში ბელარუსს 4:0, მასპინძელ უკრაინას კი 3:2 სძლია.
ნაკრების მეკარე ლუკა ხარშილაძე ტურნირის საუკეთესო გოლკიპერად დასახელდა, ზურაბ დავითაშვილმა კი 5 გოლით საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მოიგო.
19 აგვისტო, 2017. საერთაშორისო ტურნირი – ვიკტორ ბანნიკოვის სახელობის თასის XIV გათამაშება. უკრაინა, კიევი, იუბილეინი
2:1 ესტონეთი
გოლები: 1:1 ხვიჩა კვარაცხელია (66), 2:1 ზურაბ დავითაშვილი (70)
საქართველო: ლუკა კუტალაძე, ზურაბ ბაქრაძე, შოთა ნონიკაშვილი, ელგუჯა ჯანგველაძე (გიორგი გულიაშვილი 66), ზურაბ ჭავჭანიძე (ივა გელაშვილი 52), ცოტნე ბენდიანიშვილი (ზურაბ დავითაშვილი 52), ანზორ მექვაბიშვილი (ცოტნე ჩოთალიშვილი 52), დავით ლორთქიფანიძე (გიორგი შალიკაშვილი 52), ჯინო თუდები (ცოტნე კაპანაძე 52), გიორგი ლომთაძე (ხვიჩა კვარაცხელია 52), ვახტანგ ჩარკვიანი (ირაკლი აზაროვი 52)
მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
20 აგვისტო, 2017. საერთაშორისო ტურნირი – ვიკტორ ბანნიკოვის სახელობის თასის XIV გათამაშება. უკრაინა, ბორისპოლი, ცენტრალნი
4:1 ისრაელი
გოლები: 1:0 ზურაბ დავითაშვილი (4), 2:0 ზურაბ დავითაშვილი (6), 3:0 გიორგი შალიკაშვილი (41), 4:1 ხვიჩა კვარაცხელია (65)
საქართველო: ლუკა ხარშილაძე, ცოტნე კაპანაძე, ივა გელაშვილი, შოთა ნონიკაშვილი, ირაკლი აზაროვი, ხვიჩა კვარაცხელია, ცოტნე ჩოთალიშვილი, გიორგი გულიაშვილი (ვახტანგ ჩარკვიანი 64), ზურაბ დავითაშვილი (კაპ) (ელგუჯა ჯანგველაძე 80), ანრი მექვაბიშვილი, გიორგი შალიკაშვილი (დავით ლორთქიფანიძე 78)
მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
გაფრთხილება: გიორგი გულიაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური