17 წლის ქართველი მორაგბე, რეზი თაბაგარი გარდაიცვალა
სარაგბო კლუბ “არწივების” მოთამაშე, 17 წლის რეზი თაბაგარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია გუშინ სოციალურ ქსელ Facebook-ში ზესტაფონის “არწივების” ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
“მეგობრებო! დღეს ჩვენი რაგბის დიდი ოჯახის წევრი დავკარგეთ.
რეზიკო თაბაგარი, რომელიც სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ადამიანი იყო, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
ნათელში ამყოფოს შენი სული ,,ბაკო”. ველას ძალიან გვიყვარდი, გვიყვარხარ და მუდამ გვეყვარები.
ჩვენს გულებში დარჩები ყოველთვის. ასევე რაგბის კლუბ ზესტაფონის “არწივები” თანაგრძნობას ვუცხადებთ რეზიკოს ოჯახს”, – ვკითხულობთ კლუბის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
გარდცვლილის ოჯახსა და თანაგუნდელებს მიუსამძიმრა საქართველოს რაგბის კავშირმაც: “ქართული რაგბის ოჯახი მწუხარებას გამოთქვამს რაგბის კლუბ ზესტაფონის არწივების მორაგბის, 17 წლის რეზი თაბაგარის გარდაცვალების გამო
ვუსამძიმრებთ რეზის ოჯახს და მის თანაგუნდელებს.”
Fanebi.Com გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და თანაგუნდელებს თანაგრძნობას უცხადებს.