18-წლამდე ნაკრებმა მზადება დაიწყო
საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა სლოვაკეთში დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირისთვის მზადება დაიწყო. გიორგი ყიფიანმა გუნდი სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეკრიბა და ოთხი დღის განმავლობაში მოამზადებს, 24 აპრილს კი ნაკრები ქალაქ ტრნავაში გაემგზავრება.
ტურნირი 25 აპრილს იწყება და მასში 8 ნაკრები მონაწილეობს. ქართველი 18-წლამდელები ა ჯგუფში აშშ-თან, სლოვაკეთთან და უკრაინასთან ერთად ითამაშებენ. ბ ჯგუფში რუსეთი, ჩეხეთი, ნორვეგია და მაკედონია მოხვდნენ.
საქართველოს ნაკრების სატურნირო განრიგი ასეთია:
25 აპრილი: აშშ – საქართველო
26 აპრილი: სლოვაკეთი – საქართველო
28 აპრილი: საქართველო – უკრაინა
29 აპრილს ჩვენი გუნდი კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს იმის მიხედვით, თუ რომელ ადგილს დაიკავებს ჯგუფში.
გიორგი ყიფიანმა „ბასაზე“ შემდეგი 25 ფეხბურთელი გამოიძახა:
თემურ ჩოგაძე (საბურთალო), ნიკა მალი (საბურთალო), გიორგი კუცია (დინამო თბ), ლუკა სანიკიძე (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), ბექა ქავთარაძე (35-ე სკოლა), იოსებ მოლაშვილი (საბურთალო), შალვა ბურჯანაძე (ტორპედო), ლევან ისიანი (დინამო თბ), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), ბექა ქებაძე (ლოკომოტივი), ლუკა ფოჩხუა (დინამო თბ), ომარ ბულუხაძე (საბურთალო), დავით კობაური (დინამო თბ), მერაბ მეგრელაძე (საბურთალო), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ), გიორგი ჩოჩიშვილი (საბურთალო), ჯუბა ხმელიძე (ტორპედო), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), თორნიკე ჭურაძე (მარგვეთი), ზურაბ ბერიძე (დინამო ბთ), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო), ბექა ნიკოლეიშვილი (საბურთალო).
სფფ-ს პრესსამსახური