18 წლამდელები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ
დღეს ლისაბონში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში უმცროსი ბორჯღალოსნები პორტუგალიელ თანატოლებს შეხვდნენ და ფინალში გასასვლელ რკენაში 29:10 სძლიეს მეტოქეს.
პირველ ტაიმში 18-წლამდელებმა სამი ლელო დადეს, სამივე არსენ მაჩალაძის ანგარიშზეა. მეორე ნახევრის დებიუტში ჯარიმით ანგარიში გელა აფრასიძემ გაზარდა – 24:10, რომელმაც პირველ ნახევარში ყველა ლელო გარდასახა. ტაიმის შუაწელში კი ლელო საბა ხურცილავა დადო. აფრასიძემ ვერ გარდასახა და საბოლოო ანგარიში 29:10 დაფიქსირდა.
წინ ფინალია, რომელიც 26 მარტს გაიამრთება. მეორე ფინალისტის გამოსავლენი მატჩი დღეს, საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება, რომელშიც მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი ბელგიას ეთამაშება. მატჩის სთრიმის ნახვა ასევე რაგბი ევროპის ვიდეო პორტალზეა შესაძლებელი >>> Rugbyeurope.tv
Rugby.GE