18 წლამდელების ისტორიული გამარჯვება

თარიღი: მარტი 29, 2015

წუხელ სამხრეთ პირინეებში გაიმართა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის პირველი რაუნდი. მეოთხედფინალურ მატჩში, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ქართული რაგბის ისტორიაში პირველად შეძლეს 18-წლამდე ირლანდიის ნაკრების დამარცხება და ტურნირის ნახევარფინალში გასვლა.

მატჩის ძირითადი დრო 8:8 დასრულდა. ამის შემდეგ ‘შუთაუთის’ სერია, იგივე ჯარიმების დუელი დაინიშნა, რომელშიც თითოეულ გუნდს რიგრიგობით 5-5 ჯარიმის შესრულება დაევალა.

ჯარიმა პირველმა ირლანდიელთა 24-მა ნომერმა, ქონორ დინმა შეასრულა, რასაც შოთა არეშიძემ არანაკლები სიზუსტით უპასუხა (1:1). ამის შემდეგ კელტთა კაპიტანს, ბილ ჯონსთონს გაუცუდდა დარტყმა, მირიან მოდებაძემ კი, შანსი ხელიდან არ გაუშვა (2:1). მესამედ ბურთთან თიმ ფოლი მივიდა და ააცილა, დავით მოძღვრიშვილმა ზუსტად შეასრულა (3:1) და მთელი სტადიონი ირლანდიელი მოთამაშის ჯარიმის მოლოდინში გაისუსა – ნეშ ქელვინმა ააცილა, რითაც პირველად ქართული რაგბის ისტორიაში ირლანდიის ასაკობრივ ნაკრებს ვძლიეთ და ელიტ ჯგუფის ნახევარფინალში გავედით!

„ეს უდაოდ ისტორიული გამარჯვება იყო. ესეთი შედეგი ჩვენ ამ ასაკობრივ ტურნირზე არასდროს გვქონია“ განაცხადა რაგბის კავშირის სანაკრებო და საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა ხურციძემ – „ესეთ წარმატებასთან ჩვენ რამდენჯერმე ვიყავით ძალიან ახლოს. მოგეხსენებათ 2012-ში შესარჩევით მოვხვდით ელიტაში. შემდეგ ზედიზედ ორჯერ იტალიის დამარცხებით მე-6 ადგილი დავიკავეთ, რითაც შესარჩევის გარეშე მოვიპოვეთ ასპარეზობის უფლება. დღეს კი, პირველად ოთხეულში შევედით. ეს რათქმაუნდა ასაკობრივ და ზოგადად ქართული რაგბის მიმდინარე პროგრესზე მეტყველებს.

„სასიხარულოა, რომ კარგი თაობა მოდის. კარგი და დაბალანსებული გუნდი გვყავს. ეს შედეგი ასაკობრივ ნაკრებებში უცხოურ გუნდებთან ხშირმა სპარინგებმაც მოიტანა, ვინაიდან ბიჭებს საერთაშორისო მატჩისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური წნეხი თითქმის აღარ აქვთ. ეს მართლაც ისტორიული გამარჯვება იყო, მაგრამ ჩვენ „ხმელეთზე“ უნდა დავეშვათ და მოვემზადოთ შემდეგი მატჩისთვის.“

მატჩის პერიპეტიები

ეროვნული ჰიმნების შესრულების შემდეგ პირველებმა ანგარიში ჩვენ, მე-3 წუთზე გავხსენით, მას შემდეგ რაც რაქში ირლანდიელების მიერ წესების დარღვევისთვის დანიშნული ჯარიმა ძელებს შუა გელა აფრასიძემ გააძვრინა 0:3.

ნომინალურმა მასპინძლებმა 9 წუთში გვიპასუხეს – შებოჭილ მოთამაშეს ვერ შეველიეთ და დავჯარიმდით. ამჯერად ირლანდიელთა მგეზავმა ბილ ჯონსთონმა იზუსტა – 3:3.

ირლანდიელებმა ეს არ იკმარეს და მე-15 წუთზე, რამდენიმე ფაზიანი შეტევის შემდეგ ჩვენს ლელოში დაამიწეს. 5 ქულა კელტთა ფრთამ, რობერტ ლითლმა მიითვალა. გარდასახვა კი ვერ გამოუვიდათ – 8:3.

მიღებულმა ლელომ, ჩვენი ბიჭები გამოაცოცხლა. მათ შეტევებს უმატეს და ტაიმის დასრულებამდე მოწინააღმდეგის 22-ში დაფუძდნენ. ამან უმცროს ბორჯღალოსნებს თავდეჯერებულობა შემატა, რამაც თავი მეორე ნახევარში იჩინა. უნდა აღინიშნოს, რომ დაცვაში გუნდი კარგად ირჯებოდა, შერკინებაში ბევრად სჯობდა მოწინააღმდეგეს და ჯარიმებსაც ჰკიდებდა, მაგრამ დერეფანში შედარებით გაგვიჭირდა თამაში. ტაიმის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ნახევარში

როგორც ავღნიშნეთ ჩვენი ბიჭები უფრო თავდაჯერებულად ათამაშდნენ. შეტევებს უმატეს. მატჩის განახლებიდან მე-10 წუთზე მოგებული დერეფნიდან აგორებულ მოლს შეცვლაზე შემოსული ლევან ჭავჭავაძე მოწყდა და ლელოში ბურთი დაამიწა. გარდასახვა ვერ გავიტანეთ 8:8.

ამან ისედაც დრამატულ მატჩს დაძაბულობა შემატა. უშეღავათო ბრძოლა მეტი ძალებით გაჩაღდა. უმცროსი ბორჯღალოსნები უტევდნენ, არც ირლანდიელები იდგნენ გულ-ხელ-დაკრეფილნი. ორივე გუნდმა რამდენჯერმე ჯარიმების აცილებით ხელიდან გაუშვა მატჩისთის წერტილის დასმის შანსი. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა.

რადგან 70 წუთის ამოწურვისას (18-წლამდელები 35 წუთიან ტაიმებს თამაშობენ) ნახევარფინალისტი ვერ გამოვლინდა, ორივე გუნდს 5-5 ჯარიმის შესრულება დაევალა. აქ კი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ირლანდიელებს 3 ჯარიმით 1-ის წინააღმდეგ ჩვენმა ბიჭებმა აჯობეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

შემდეგ შეხვედრაში (ნახევარფინალში) 18-წლამდელები უკვე კარგად ნაცნობ, იტალიის ნაკრებს 31 მარტს დაუპირისპირდებიან. იტალიელებმა, თავისმხრივ მოულოდნელად უელსელ თანატოლებს 14:13 სძლიეს.

დანარჩენ მეოთხედფინალებში:

მასპინძელმა საფრანგეთმა შოტლანდიას 22:10 სძლია, ხოლო მოქმედმა ჩემპიონებმა, ინგლისელმა 18-წლამდელებმა პორტუგალია 85:5 გაანადგურეს.

ნამატჩევს

დავით ჩავლეიშვილი, 18 წლამდელთა მთავარი მწვრთნელი: “იყო ძალიან მაგარი ბრძოლა, რასაც ირლანდიელებიც არ ელოდნენ, მაგრამ ბიჭებმა რასაც ქვია თავი დადეს. თავიდან შეცდომები დავუშვით, მაგრამ დიდი ძალისხმევით და ხასიათით სიტუაციის შემობრუნება მოხერხდა. იყო რთული მომენტები, თუმცა ბიჭები არ გატყდნენ და ყველა მათგანმა მაქსიმუმი გაიღო ამ გამარჯვებისთვის. ირლანდიელები გვეუბნებიან, ეს რა გულიანი ბიჭები გყოლიათო და გაკვირვებულები არიან.

„ირლანდიელებს ეგონათ, რომ საქმეს მალევე მოგვიმთავრებდნენ. ჩვენ მათი თამაში ნანახი გვქონდა, მაგრამ შემადგენლობაში ხუთი-ექვსი კაცი ყავდათ შეცვლილი. მეტოქისგან უფრო გაშლილ თამაშს ველოდით, მაგრამ დარტყმები ახლო-ახლო განახორციელეს და ბიჭებიც საკადრისად დახვდნენ. ვინც იყო მოედანზე ყველამ ბოლომდე იბრძოლა. ილია სპანდერაშვილი დაშავდა და თამაშიდან ძლივს გამოვიყვანეთ, სხვა ბიჭებმაც შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშეს. არანაკლებ იბრძოლეს შეცვლაზე შესულმა მორაგბეებმა და ამ ერთიანმა ძალისხმევამ სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა.

„გადამწყვეტი პირველი ტაიმის დასკვნითი წუთები იყო, როდესაც დაცვაში თამაშით, პრაქტიკულად ჩვენი ლელოდან მეტოქე 22-ს გარეთ ავიყვანეთ. ამის შემდეგ ბიჭებმა ირწმუნეს, რომ შეხვედრის მოგება შეიძლებოდა. გასატანი სიტუაციებიდან ორივე გუნდმა ერთნაირად დაკარგა ქულები – ორი ჯარიმა და ერთი გარდასახვა ავაცილეთ.

„იტალიასთანაც გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. მეტოქის თამაში ჯერ არ გვინახია. დაზუსტებით ვერც იმას ვიტყვი ტრავმების მხრივ რა მდგომარეობა იქნება, თუმცა, ამ ეტაპზე საშიში არაფერია და წესით, მომავალი შეხვედრისთვის ყველა მწყობრში უნდა იყოს”.

ტრავმები: სუსტი ტვინის შერყევის ნიშნები აქვთ ილია სპანერაშვილსა და გიორგი გოგოლაძეს. მუხლი აწუხებს გიორგი კვესელაძეს

შენიშვნა: ორგანიზატორები ისევ ცოდავენ!

როგორც ტურნირამდე მოგახსენეთ, ორგანიზატორებს დაგეგმილი ჰქონდათ ელიტ ჯგუფის ყველა მატჩის სთრიმით ტრანსლირება, მაგრამ თამაშის დღეს შეგვატყობინეს – ტექნიკური პრობლემა გვაქვსო და ვერაფერს ვერ ვახერხებთო. რაღა უნდა გვექნა?! მთელი ქართული რაგბის ქომაგობა დავრჩით ტექსტური ლაივის ამარა, რომელიც რაგბის კავშირის Facebook-ის გვერდზე მიმდინარეობდა.

21-ე საუკუნის ევროპაში ცუდი ინტერნეტია?!

გაგიკვირდებათ და არის! საქართველოში რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ნამდვილად გვიკვირს ამის, მაგრამ ფაქტია: მატჩის დასრულებისთანავე, ორგანიზატორების ნება-სურვილსა და ხასიათზე დამოკიდებულნი, რომ არ ყოფილიყვნენ, ჩვენი ვიდეო-ანალიტიკოსები მალევე შეძლებდნენ მატჩის ჩანაწერის გამოგზავნას. მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, ვინაიდან ნორმალური სიჩქარის მქონე ინტერნეტი ვერსად ნახეს. გუნდის სასტუმროში, რომ სთხოვეს იქნებ დამატებით ფასად პრემიუმ ინტერნეტი ჩაგვირთოთო, პასუხად მიიღეს, რომ მსგავსი სერვისი მათ არ ჰქონდათ.

ამ მომენტისათვის, როგორც ორგანიზატორები ჩვენებს დაპირდნენ, პრობლემას დღის ბოლომდე მოუგვარებენ და ვიმედოვნოთ, რომ მატჩის ჩანაწერი გვექნება.

ბმულები:

ტურნირის განრიგი >>>

ტურნირის ოფიციალური სოც-მედია: Facebook>>>

Twitter>>>

საორაგნიზაციო კომიტეტის გვერდი >>>

ასევე იხილეთ:

18 წლამდელებმა ირლანდიას სძლიეს

18წ ბორჯღალოსნების შემადგენლობა ირლანდიის წინააღმდეგ

18წ ირლანდია-საქართველო, ელიტ დივიზიონის I ტური

18-წლამდელები კლერმონში სასპარინგოდ გაემგზავრნენ

სპარინგ სერია გამარჯვებით დავიწყეთ

მეორე სპარინგის ნაცვლად ერთობლივი ვარჯიში

საქართველო 8:8 (3/1) ირლანდია

საქართველო

15 მირიან მოდებაძე, 14 ლადო მიმინოშვილი, 13 გიორგი გოგოლაძე (26 სანდრო სვანიძე 60), 12 გიორგი კვესელაძე, 11 დავით მესხი; 10 დავით მოძღვრიშვილი, 9 გელა აფრასიძე /

1 უშანგ ჭეიშვილი, 2 ზაალ ცქიფურიშვილი (17 ლევან ჭავჭავაძე 36), 3 ლაშა ტაბიძე^კაპ; 4 ბექა საღინაძე, 5 გიორგი ფრიდონიშვილი; 6 სანდრო მამამთავრიშვილი (21 გიორგი ელისაშვილი 68), 7 ილია სპანდერაშვილი (20 ერეკლე მაჭარაშვილი 47), 8 შოთა არეშიძე –

ლ: ჭავჭავაძე; ჯ: აფრასიძე

ირლანდია – ლ: 11 ლითლ; ჯ: 10 ჯონსთონ

მსაჯი რიძო (იტალია)
პარ 27/03 მონტობან, საპიაკ 19.00 = 22.00 საქ

3:0(3) 3:3(12) 3:8(15) / 8:8(45) # ჭაბუკთა თამაში 70 წუთაა!

შუთაუთი: 0/1 დინ, 1/1 არეშიძე; = ჯონსთონ, 2/1 მოდებაძე; = ფოლი, 3/1 მოძღვრიშვილი; = ნეშ

Rugby.GE



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ილია თოფურიამ ფანი 1 დარტყმით ჩაკეცა – ქართველი მატადორის ძალა (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ფანებს ხვდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მას ავტოგრაფის ნაცვლად მუცელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: “საშინლად არ მომწონს ის ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ&

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. კომენტარებში, დოლიძემ დამატებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა

43 წლის ქართველი მებრძოლი ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღის წინ ამერიკის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც 2017 წლიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორც იქნა – ავთანდილ ხურციძე თავისუფალია!

ცნობილი ქართველი მებრძოლი, ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაბრუნდა. როგორც ჩანს, ხურციძე ამერიკის ციხიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დვალიშვილმა 50 ათასი დოლარი მიიღო? საქმეში ლიანა ჯოჯუა ჩაერთო

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის მეგობარს, ONE FC-ის ჩემპიონს, ანატოლი მალიხინს 50 ათასი დოლარი დიდი ხნის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პიოტრ იანი: “რეაბილიტაცია სრული სვლით!”

UFC-ის რუსი მებრძოლი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, როგორც ფიზიკურად, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰასბულას სერიოზული პრობლემები აქვს – კატას დაარტყა (ვიდეო)

ჰასბულა მაგომედოვს სერიოზული პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ის კატას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

უცნაური სანახაობა – კოცნა ჩხუბის ნაცვლად (ვიდეო)

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც MMA-ს მებრძოლები, კარინა პედრო და დენისა რიანდოვა აწონვისას ერთმანეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შ

12 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-11 ბრძოლა გამართა. ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მერაბი რუს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა! (ვიდეო)

12 მარტს, UFC-ში მერაბ დვალიშვილ რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ქართველმა რუსი მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იანმა დვალიშვილს დაარტყა (ვიდეო)

რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს ხელი დაარტყა და მისი გამოწვევა სცადა. ბრძოლა 12 მარტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“კარიერა ძალით დაამთავრებინესო… ვინ გააგდო საქართველოდან?” – ჟურნა

სპორტული ჟურნალისტი ზაზა ბურდილაძე ელენე გედევანიშვილს ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა. ელენემ აღნიშნა, რომ […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელენე გედევანიშვილი: “მომიშორეს… რუსეთის სახელით მთხოვეს გამოსვლა, მაგრამ ამას

“რუსთავი 2”-მა ელენე გედევანიშვილთან ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა. გედევანიშვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს და ბავშვებს ფიგურულ ციგურაობას [&hel...
წაკითხვა