18-წლამდელების ოთხი ამხანაგური მატჩი
25 მაისიდან შეკრებას იწყებს საქართველოს 18-წლამდე ნაკრები. გიორგი მიქაძის გუნდს ამ შეკრების ფარგლებში ოთხი საერთაშორისო ამხანაგური მატჩის ჩატარება მოუწევს. ქართველი 18-წლამდელები ჯერ თურქეთს ესტუმრებიან და ქალაქ ერზურუმში 29 მაისს მასპინძელთა ნაკრებს შეხვდებიან, 1 ივნისს კი მაკედონიას გაეჯიბრებიან.
ამის შემდეგ ნაკრები სოფიაში გადაინაცვლებს და 5-7 ივნისს მასპინძელ ბულგარეთთან ჩაატარებს ორ ამხანაგურ მატჩს.
მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია იმ 20 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც ზემოაღნიშნულ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას:
მეკარეები: დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), გიორგი მამარდაშვილი (დინამო თბ);
მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ნიკოლოზ გაბელაია (დინამო თბ), არჩილ ბასარია (დინამო თბ), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ფირუზ გაბიტაშვილი (დინამო თბ), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი);
ნახევარმცველები: ბექა დარცმელია (დინამო თბ), ცოტნე ფაცაცია (მერანი), გიორგი ივანიაძე (შუქურა), ლუკა ჯანაშია (ლოკომოტივი), ზვიად გოგია (შევარდენი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), თამაზ ბაბუნაძე (დინამო თბ);
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (რუსთავი), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ლევან გრძელიძე (ლოკომოტივი), თემურ გაბუნია (დინამო თბ).
სფფ-ის პრესსამსახური