18-წლამდელების პირველი შეკრება
პირველად შეიკრიბა ახლადჩამოყალიბებული საქართველოს 18-წლამდე ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელიც გიორგი მიქაძეა. 18-წლამდელები სანაკრებო პაუზაზე ერთ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ – 7 ოქტომბერს, 15 საათზე, ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეხვდებიან ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ „ცხინვალს“.
გიორგი მიქაძემ პირველ შეკრებაზე 22 ფეხბურთელი მიიწვია:
მეკარეები: გუჯა ახალკაცი (ავაზა), გიორგი მამარდაშვილი (დინამო თბ);
მცველები: ბექა ხარშილაძე (დინამო თბ), გელა შენგელია (ავაზა), ცოტნე ფაცაცია (მერანი), თორნიკე ლაცაბიძე (გაგრა), ფირუზ გაბიტაშვილი (დინამო თბ), სერგო არჩუაძე (თბილისი), ნიკოლოზ გაბელაია (დინამო თბ), ლუკა ჯაფარიძე (ლოკომოტივი);
ნახევარმცველები: სანდრო კვირიკაშვილი (ცხინვალი), ლუკა ჯანაშია (ლოკომოტივი), ზვიად გოგია (ლოკომოტივი), ლუკა კაკაბაძე (ავაზა), თორნიკე ჩაჩუა (სამტრედია), ლევან გრძელიძე (ლოკომოტივი);
თავდამსხმელები: რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), შოთა შეყილაძე (ზესტაფონი), გიორგი გიორბელიძე (სამტრედია), ლუკა ხარძიანი (ლოკომოტივი), ლუკა ნიშნიანიძე (სამტრედია), თემურ გაბუნია (ლოკომოტივი).
სფფ-ის პრესსამსახური