18-წლამდელებმა ტურნირი მარცხით დაიწყეს
საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა სლოვაკეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი აშშ-თან მარცხით დაიწყო. გიორგი ყიფიანის გუნდი, რომელიც სანახევროდ ერთი წლით უმცროსი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მეტოქესთან 1:5 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა: ჩოჩიშვილი, ბულუხაძე, ლოჩოშვილი, კუცია (ქოჩორაშვილი 64), საღრიშვილი (მოლაშვილი 74), ფოჩხუა, ჩაკვეტაძე (მეგრელაძე 64), ქავთარაძე, ლაკვეხელიანი (კობოური 41), მალი, ჩოგაძე სათადარიგოები: ისიანი, ბურჯანაძე, ბუღრიძე, ხუბაშვილი, ჭურაძე.
ქართველთაგან ერთადერთი გოლი თავისივე მოპოვებული პენალტით თემურ ჩოგაძემ გაიტანა 50-ე წუთზე. მომდევნო შეხვედრას საქართველოს 18-წლამდე ნაკრები 26 აპრილს მასპინძელ სლოვაკეთთან გამართავს.
ტურნირის სხვა მატჩები ასეთი შედეგებით დასრულდა: რუსეთი – ჩეხეთი 4:0, ნორვეგია – მაკედონია 0:0, სლოვაკეთი – უკრაინა 1:1.
სფფ-ის პრესსამსახური