18-წლამდელთა ნაკრებმა “ბ” დივიზიონი ავსტრიასთან დასანანი მარცხით დაიწყო

თარიღი: ივლისი 25, 2014

საქართველოს 18-წლამდელთა დასანანი მარცხი ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის პირველ მატჩში. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა გუნდმა სადებიუტო მატჩში, ავსტრიასთან სოლიდური ჩამორჩენა აღმოფხვრა და ბოლო წუთზე იგებდა კიდეც, თუმცა გადამწყვეტ მომენტშ დასანანი ბურთები მიიღო და 54:57 დამარცხდა.

პირველი მეოთხედის 13:12 მოგების შემდეგ ქართველებმა მეორე პერიოდი სუსტად ჩაატარეს და დიდი შესვენებისთვის ავსტრიელებს 6 ქულით დაწინაურების შესაძლებლობა მისცეს. მეტოქემ ათწუთეული 20:13 მოიგო, რის შემდეგაც, ბოლო მეოთხედამდე ლიდერობდა.

მესამე პერიოდში ქართველები 12 ქულით ჩამორჩნენ. ავსტრიელები ბოლო მეოთხედის დაწყებამდე 3 წუთით ადრე 42:30 დაწინაურდნენ. ლუკა ზაქრაძისა და დავით ლომიძის სიზუსტის წყალობით ქართველებმა პერიოდის დასრულებამდე ჩამორჩნა 5 ქულამდე შეამცირეს, ხოლო ბოლო მეოთხედის დაწყებიდან მოპოვებული უპირატესობა განიმტკიცეს.

მატჩის განახლებიდან მალევე ანგარიში გათანაბრდა – 44:44, რის შემდეგაც თანაბარი თამაში გაჩაღდა. ვილი ისიანის სამქულიანისა და მაიზერ რევაზაშვილის ზუსტი სროლების შემდეგ, მატჩის დასრულებამდე 50 წამით ადრე საქართელო 54:52 დაწინაურდა. ქართველებს წარმატებამდე მცირედი აკლდათ, თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოახერხეს. სებასტიან კაფერლემ სირენამდე 43 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო რენატო პოლიანმა დასრულებამდე 4 წამით ადრე გამარჯვების მომტანი 3-ქულიანი ჩააგდო.

საქართველოს ნაკრებში 13 ქულით ბომბარდირი გახდა ვილი ისიანი, ლუკა ზაქრაძემ 9 ქულა მიითალა, ხოლო დავით ლომიძის ანგარიშზე 8 ქულა დაგროვდა. ქართველებმა ფარი წააგეს – ავსტრიელებმა ჩვენზე 17 ერთეულით მეტი ბურთი მოხსნეს.

ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. ბულგარეთი. სოფია. 24 ივლისი

საქართველო 54:57 ავსტრია

                                                                       13:12, 13:20, 13:12, 15:13

საქართველო: ზაქრაძე (9), ლომიძე (8), გუგეშაშვილი, ისიანი (7ქ, 7მ), ტურძელაძე (2ქ, 6მ); მაჭავარიანი, კუტალაძე, მასხულია (5), გოგობერიშვილი (2), რევაზაშვილი (13), ცირეკიძე (7), გაგუა (1)

 

სრული სტატისტიკა: http://u18men.fibaeurope.com/enDivB/cid_vxfp6gWIJ5oSOkc7ox4BA3.gameID_10086-D-2-1.compID_8aYeHlfuGF-mF5IqO8aFH1.season_2014.roundID_10068.teamID_.html

 

24 ივლისი      საქართველო – ავსტრია         54:57

———————————————————-

25 ივლისი      ესტონეთი – საქართველო     13:30

26 ივლისი      ისრაელი – საქართველო        20:15

27 ივლისი      საქართველო – ისლანდია      17:00

28 ივლისი      გერმანია – საქართველო        22:30

მითითებულია თბილისის დრო

gbf.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

შერმინატორი! – რა გააკეთა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკუთარ კედლებში “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 85:82 გაიმარჯვა. შე...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერი: “ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთი უნდა ითამაშონ”

“გოლდენ სტეიტ უორიორსის” მწვთნელი, სტივ კერი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთის სკოლა უნდა გაიარონ, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ მეტოქის კალათში ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად “ობრადოიროს” უპირისპირდება. პირველი მეოთხედის დასასრულ...
წაკითხვა
კალათბურთი

“სან ხოსეს” მიმართვა “გოლდენ სტეიტს” და ზაზა ფაჩულიას პასუხი (ვიდე

ამერიკული საფეხბურთო კლუბის, “სან ხოსე ერთქვეიქსის” ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

სამწუხარო ამბავი – გოგა ბითაძე “დეტროიტ პისტონსთან” მატჩს გამოტოვებს

“ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე დღეს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “ინდიანას” ოფი...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის პირადი რეკორდი NBA-ში – 13 ქულა 20 წუთში (ვიდეო)

7 ნოემბერს, “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღო და 121:106 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში “ინდიანა...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ ეხმაურებიან უცხოელი ქომაგები გოგა ბითაძის თამაშს “ჩიკაგო ბულსის” წინააღმ

4 ნოემბერს, გოგა ბითაძემ NBA-ს მატჩში, სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. გოგას “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რატომ იზრდის გოგა ბითაძე წვერს? – ქართველი კალათბურთელის სახალისო პასუხი ჟურნალისტს

ამერიკელი ჟურნალისტი ტონი ისტი სოციალურ ქსელში გოგა ბითაძესთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს. მან “კლივლენდ კავალიერსსა” […...
წაკითხვა
კალათბურთი

“თუ არ სურთ, რომ ვინმეს დავეხმარო, არავის დავეხმარები” – რა უთხრეს ბითაძ

2 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “კლივლენდ კავალიერსი” 102:95 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა წარმატებული ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ ოლადიპოს რეაქცია გოგა ბითაძის სამქულიანზე (ვიდეო)

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი – 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება “კლივლენდის

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სადებიუტო მატჩი და ქულები NBA-ში (ვიდეო)

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ NBA-ში პირველი მატჩი ჩაატარა. 20 წლის მოთამაშის დებიუტი “კლივლენდ კავალიერსის” […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს სუპერლიგიდან NBA-ში – მარკ ოგდენი “ატლანტაში” გადავიდა

“ატლანტა ჰოუქსმა” საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელი, ფორვარდი მარკ ოგდენი დაიმატა. ოგდენი ბოლო 2 წელიწადი “ოლიმპში”...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე დებიუტი “ინდიანა პეისერსში” (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსში” გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. ქართველმა ცენტრმა მოსამზადებელ ეტაპზე “მინესოტას” წინააღმდეგ პარკეტზე 24 წუთი ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სიმღერამ თანაგუნდელები და ქომაგები გაახალისა (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს გუნდის Rookie Challenge-ში მოუწია მონაწილეობის მიღება. გოგამ კრისტინა აგილერას [&he...
წაკითხვა