18 წლის გოგონა, ვის გამოც ფიოდორ სმოლოვმა კარანტინის წესი დაარღვია (ფოტო)
“სელტას” თავდამსხმელმა, ფიოდორ სმოლოვმა რამდენიმე კვირის წინ კარანტინის წესი დაარღვია და ესპანეთიდან რუსეთში გაემგზავრა. ესპანური მედიის ცნობით, 30 წლის რუსი ფეხბურთელი სამშობლოში მეგობარი გოგონას მარია იუმაშევას დაბადების დღის აღსანიშნავად გაფრინდა, მისი რჩეული 18 წლის გახდა.
“სმოლოვი ყოველ ორ დღეში ერთხელ გვირეკავდა და გვთხოვდა, რომ მისთვის წასვლის ნებართვა მიგვეცა. კლუბი მას სიტუაციას უხსნიდა. ლოგიკურად, ის სახლში უნდა დარჩენილიყო. სმოლოვმა გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ამის შესახებ არავის უთხრა. ჩვენ წასვლის ნებართვას ერთ ან ორ ფეხბურთელს ვერ მივცემდით, მაშინ ყველა თანაბარ სიტუაციაში უნდა ჩაგვეყენებინა. ფიოდორი არასწორად მოიქცა”, – განაცხადა “სელტას” მწვრთნელმა ოსკარ გარსიამ.
ვინ არის სმოლოვის მეგობარი გოგონა?
“სელტას” თავდამსხმელი იანვარში მარია იუმაშევაზე დაინიშნა. მარია რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის შვილიშვილია.