19-წლამდე “დინამომ” კიდევ ერთ სპარინგში იმარჯვა
19-წლამდე “დინამოელებმა” თურქულ შეკრებაზე გუშინ კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდს სპარინგ-პარტნიორობა იაპონურმა კომაზავამ გაუწია. მატჩი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 4:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ “დინამოელებმა” მეტოქის წინააღმდეგობა მეორე ტაიმში დაძლიეს და ოთხივე გოლი დასკვნით 45 წუთში გაუტანეს.
გოგობერიშვილმა 54-ე და 68-ე წუთებზე დუბლი შეასრულა. ხუთ წუთში მეტოქემ შეამცირა სხვაობა, ხოლო აზაროვმა მესამედ აიღო იაპონელთა კარი. მეოთხე გოლი მატჩის ბოლოს გაბელაიამ გაიტანა და “დინამომ” 4:1 იმარჯვა. ბოლო მატჩს ქართველი ფეხბურთელები ბელგრადის ბროდარაცთან ჩაატარებენ და 28 თებერვალს სამშობლოში დაბრუნდებიან.
“დინამო” 4:1 კომაზავა
დინამო: ლ. ხარშილაძე (კუტალაძე 46), უგრეხელიძე, ძოწენიძე, აზაროვი, გაბელაია, ბერიაშილი, ო. კიტეიშვილი, მოისწრაფიშვილი (მექვაბიშვილი 46), გოგობერიშილი, გ. ხარშილაძე (ბასარია 46), გაბუნია (კალანდაძე 80)
Fcdinamo.Ge