19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას შეუერთდა (ვიდეო)
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად რუსთაველზე გამართულ საზეიმო ღონისძიებებს ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის თასი შეუერთდა.
მთელი დღის განმალობაში მსურველებს თასთან სამახსოვრო ფოტოების გადაღება ტურნირის ელჩთან ზურა ხიზანიშვილთან, ლევან კობიაშვილთან და ალექსანდრე იაშვილთან ერთად შეეძლოთ.
სფფ-ის პრეზიდენტმა მედიასთან ევროპის ჩემპიონატის თასის ტურის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩემპიონატის მთავარი ჯილდო მთელ საქართველოს მოივლის. “უპირველესად, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია რუსთაველზე, ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის თასთან ერთად აღნიშნავს. თასის ტური გრძელდბა და ჩვენ გორის, გურიისა და თბილისის შემდეგ აუცილებლად ვეწვევით ყველა რეგიონს, რათა ყველა მსურველს მივაწოდოთ ინფორმაცია ან ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირის შესახებ,”- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.