19-წლამდე გოგონათა ნაკრები ფინეთში – ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპი
დღეს, ფინეთში გაემგზავრა საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს იქ ითამაშებს. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები არიან – ფინეთი, ჩრდ.ირლანდია და საბერძნეთი. მატჩები ჰელსიკთან ახლომდებარე პატარა ქალაქ ტამელაში გაიმართება.
ჩვენი ნაკრების 18-კაციანი შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: თინათინ ჯიჯეიშვილი („გურია“, ლანჩხუთი), ლია გონგლაძე („ივერია“, ხაშური)
მცველები: მარიამ ენდელაძე, , ქრისტინე შაყულიანი, ოლია ჭაუტიძე (ყველა „მართვე“, ქუთაისი), სალომე ტაბატაძე („ივერია“, ხაშური), თეონა ბაქრაძე („ეგრისი“, სენაკი)
ნახევარმცველები: თამთა ჯინჭარაძე, თამარ დოლიძე (ორივე „დინამო“ ბათუმი), ია ალელიშვილი („გურია“, ლანჩხუთი), ანა სინათაშვილი („მართვე“, ქუთაისი), ნინო ჩანგელია, ირინა ჩიკვილაძე (ორივე „ეგრისი“, სენაკი), მაია ნასყიდაშვილი („ივერია“, ხაშური)
თავდამსხმელები: ლანა გორგაძე, თამთა შენგელია (ორივე „მართვე“, ქუთაისი), ანა ჩემინავა („ჟალგირისის“ აკადემია, ლატვია), მარიამ დანელია („ეგრისი“, სენაკი)
მწვრთნელები – თამაზ კოსტავა, გერონტი ნაჭყებია
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 13 სექტემბრიდან დაიწყება.
13 სექტემბერი
ფინეთი vs საბერძნეთი
ჩრდ.ირლანდია vs საქართველო (17:00 – თბილისის დროით)
15 სექტემბერი
საბერძნეთი vs ჩრდ.ირლანდია
ფინეთი vs საქართველო (19:00 – თბილისის დროით)
18 სექტემბერი
ჩრდ.ირლანდია vs ფინეთი
საქართველო vs საბერძნეთი (16:00 – თბილისის დროით)
სფფ-ის პრესსამსახური