19 წლამდე ნაკრები ლატვიელ თანატოლებს თბილისში ესპარინგება

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 2015–16 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება და მას თბილისი უმასპინძლებს. ვასილ მაისურაძის გუნდის მეტოქეები ავსტრიის, ალბანეთისა და უელსის ნაკრებები იქნებიან.
19 წლამდე ნაკრები უკვე მესამე დღეა შეკრებაზე იმყოფება _ ვასილ მაისურაძემ თავისი ფეხბურთელები საერთაშორისო ამხანაგური მატჩებისთვის მოსამზადებლად შეკრიბა, რომლებსაც ქართველი 19-წლამდელები ლატვიელ თანატოლებთან 5 და 7 სექტემბერს გამართავენ.
მატჩები „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება.
საწვრთნელ შეკრებაზე ვასილ მაისურაძის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები არიან:
მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი (საბურთალო), ლევან ისიანი (დინამო თბ);
მცველები: ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ირაკლი კომახიძე (შუქურა), ირაკლი კამლაძე (ჩიხურა), ანდრო ნემსაძე, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ახალაძე (ყველა დინამო თბ), ვახტანგ კაპანაძე (სამტრედია);
ნახევარმცველები: ბექა გვარაძე, გიორგი კოხრეიძე, სანდრო ალთუნაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ყველა საბურთალო), გიორგი ღვინაშვილი, ვატო არველაძე, შერმადინ ართმელაძე, გიორგი პაპუაშვილი (ყველა ლოკომოტივი), ნიკა ბაშალეიშვილი (დინამო თბ);
თავდამსხმელები: გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), ბექა მიქელთაძე, გიორგი ზარია (ორივე დინამო თბ).