19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 25 და 27 მარტს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გიორგი ყიფიანის გუნდის მეტოქე რუსეთის 19-წლამდე ნაკრები იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე ჩატარდება და 16 საათზე დაიწყება.
გიორგი ყიფიანმა უკვე შეარჩია ის შემადგენლობა, რომელიც რუსებთან სათამაშოდ მოემზადება:
გიორგი ჩოჩიშვილი (“შევარდენი 1906”), გიორგი მამარდაშვილი (“დინამო თბ”), დავით კერესელიძე (“ცხინვალი”), დავით კობოური (“დინამო თბ”), ნიკა მალი (“საბურთალო”), ლუკა ლაკვეხელიანი (“საბურთალო”), ლუკა ქაფიანიძე (“დინამო თბ”), შალვა ბურჯანაძე (“ტორპედო”), თომა ხუბაშვილი (“საბურთალო”), ალექსანდრე კახიძე (“ნაციონალი”, რუსეთი), ნიკა ნინუა (“დინამო თბ”), დავით სამურკასოვი (“ლოკომოტივი”), გიორგი კუცია (“დინამო თბ”), თემურ ჩოგაძე (“საბურთალო”), ირაკლი ბუღრიძე (“ლოკომოტივი”), რატი არდაზიშვილი (“ლოკომოტივი”), გიორგი კოხრეიძე (“საბურთალო”), საბა ჯიქია (“რუხი”, პოლონეთი), ბექა ქავთარაძე (“დინამო თბ”), აკაკი ნინუა (“სამტრედია”), გაბრიელ საღრიშვილი (“ტორპედო”), ნიკა კვანტალიანი (“დინამო ბთ”), თორნიკე დაგარგულია (“შუქურა”), ლუკა ფოჩხუა (“შევარდენი 1906”).
სფფ-ის პრესსამსახური