19-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურად პოლონეთი დაამარცხა
10 სექტემბერს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში პოლონეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართული შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მე-17 წუთზე პოლონელმა თავდამსხმელმა ბარტოშ ბიალეკმა საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა და ახლო მანძილიდან აიღო ლუკა კუტალაძის კარი. საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა წონასწორობის აღდგენა პირველ ტაიმში მოახერხა, 34-ე წუთზე შედეგიანი დარტყმა გიორგი გულიაშვილმა შეასრულა.
შეხვედრის მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, თუმცა გამარჯვების გოლი რამაზ სვანაძის გუნდმა გაიტანა. 67-ე წუთზე გოლი ირაკლი აზაროვის შორეული გადაცემით, შეცვლაზე შემოსულმა, გიორგი იაკობიძემ გაიტანა.
საქართველო 2:1 პოლონეთი
თბილისი, მიხეილ მესხი 2
საქართველო: კუტალაძე, კაპანაძე, გელაშვილი, აზაროვი, მექვაბიშვილი, გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი, მესიაჩენკო, ჯანგიძე, გაგუა, კალანდაძე
სათადარიგო შემადგენლობა: ლომიძე, მიქაია, ჭავჭანიძე, ნონიკაშვილი, გაგნიძე, იაკობიე, მამულაშვილი, აწყურელი, კანდელაკი, ლომთაძე, ლომინაძე, ჭინჭარაული
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე
პოლონეთი: ბროდა, დიმერსკი, ბოგაჩი, ჰიჯეკი, რადკოვსკი, კარბოვნიკი, კამინსკი, შპაკოვსკი, ბიალეკი, ვედრიჩოვსკი, ზალევსკი
სათადარიგო შემადგენლობა: გრობელნი, მრუკი, ჩიჟი, ლოპოტა, მლინსკი, სმაიდორი, ბეიგერი, კოცილა
მთავარი მწვრთნელი: ბარტლომეი ზალევსკი
მსაჯები: გიორგი ვადაჭკორია, გიორგი ელიკაშვილი, დავით ჩიგოგიძე, ალეკო აფციაური
გოლები: 0:1 ბიალეკი (17), 1:1 გულიაშვილი (34), 2:1 იაკობიძე (67)
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის მეცამეტე ჯგუფში უნგრეთის, ხორვატიისა და ყაზახეთის ნაკრებებთან ერთად იასპარაზებს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 9-15 ოქტომბერს უნგრეთში გაიმართება.