19-წლამდე საერთაშორისო ოთხთა ტურნირი დასრულდა (ვიდეო)
14 ნოემბერს, 19-წლამდე საერთაშორისო ოთხთა ტურნირის დასკვნითი ტურის მატჩები გაიმართა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის 19-წლამდე ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ესპანელებს ტურნირის მოსაგებად ფრეც ჰყოფნიდათ, ფრანგებს კი მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ესპანელთა გამარჯვებით 0:2 დასრულდა. ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა, ლუკა ზიდანის კარი ფრან ნავარომ აიღო. გაშვებული გოლის შემდეგ ფრანგები გააქტიურდნენ და მეტოქის კართან რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნეს. მათ პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს, მაგრამ იან კარამომ გატანა ვერ მოახერხა. საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე დაფიქსირდა, გოლი შეცვლაზე შემოსულმა, მანუელ გარსიამ გაიტანა. ესპანეთის 19-წლამდე ნაკრებმა აღნიშნულ ტურნირზე სამივე შეხვედრა მოიგო, 9 ქულა დააგროვა და მეორე ადგილოსან საფრანგეთს 5 ქულით გაასწრო.
საფრანგეთი – ესპანეთი 0:2
თბილისი, „მიხეილ მესხი 2“
საფრანგეთი: ზიდანი, დონჟე, მაუასა, კალეგარი (76’ სისაკო), სუისი, ჟანვიერი, ბუტობა, რუიზი, კარამო (63’ ოსეი), მბაპე (63’ ედუარდი), რენ-ადელაიდე (75’ იკონე)
მთავარი მწვრთნელი: ჟან-კლოდ ჟიუნტინი.
ესპანეთი: ალვარო ფერნანდესი, კუკურელა, ვალერონი, ალენია (73’ პეინადო), ფრან ნავარო (79’ მანუელ გარსია), ნსანგი (46’ ბუნიუელი), ვაია (34’ ოსკარი), გალარდონი, პოსო (88’ აბდელკადერი), ავილა (46’ მბულა), სერანო
მთავარი მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე.
გაფრთხილება: 36’ ავილა, 47’ გალარდონი, 51’, 86’ მაუასა, 78’ ჟანვიერი, 80’ ოსკარი, 82’ კუკურელა.
გაძევება: 90’ მაუსა.
გოლები: 0:1 ფრან ნავარო (6), 0:2 მანუელ გარსია (90).
მსაჯები: ჩარალამპოს კალოგეროპულოსი (საბერძნეთი), ვასილეოს ლამპრუ (საბერძნეთი), დავით ჩიგოგიძე (საქართველო), გიორგი ყრუაშვილი (საქართველო).
დღევანდელი სათამაშო დღის მეორე შეხვედრაში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჰოლანდიას უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე ჰოლანდიელთა შემტევმა, იელე დუინმა გაიტანა. ჰოლანდიამ ამ მოგებით 4 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა, საქართველოს ნაკრები კი, ნული ქულით ბოლო ადგილს დასჯერდა.
საქართველო – ჰოლანდია 0:1
თბილისი, „მიხეილ მესხი “
საქართველო: გუგეშაშვილი, მალი, კობოური, სამურკასოვი (82’ ვარძელაშვილი), საღრიშვილი, არაბიძე (65’ ფოჩხუა), ხუბაშვილი, ხარაბაძე, ჩაკვეტაძე (70’ არველაძე), ქავთარაძე (65’ ჩოგაძე), ქოჩორაშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
ჰოლანდია: ბაილოუ, ზეიფეკი, დე ლიხთ, დე უითი, დილროუსუნი (72’ ჩონგი), სიეჰეში, ბაილოველდი (46’ კოუპმეინაში), კლუივერტი (71’ ვან როოიენი), ჰოუხმა, ვაინდალი, ვალენასი (84’ დუინი)
მთავარი მწვრთნელი: მაარტენ სტეკელენბურგი
გაფრთხილება: 72’ დე უიტი.
გოლი: 85’ დუინი.
მსაჯები: ტიჰომირ პეინი (ხორვატია), ბოიან ზობენიცა (ხორვატია), ნიკოლა ვუიოვიჩი (მონტენეგრო), ნიკოლა დაბანოვიჩი (მონტენეგრო).
მატჩების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო ოთხთა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს – ესპანეთის 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელს კარლეს ალენიას დავით ყიფიანის სახელობის პრიზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და დავით ყიფიანის ვაჟმა – გიორგი ყიფიანმა გადასცეს, ტურნირის ბომბარდირი კი – საფრანგეთის 19-წლამდე ნაკრების ნახევარმცველი ნიკოლას ჟანვიერი სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და რამაზ შენგელიას ვაჟმა – გიორგი შენგელიამ დააჯილდოვეს.