19-წლამდელები ლიტველ თანატოლებს დაუზავდნენ
2 სექტემბერს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ლიტვის 19-წლამდე ნაკრებთან პირველი ამხანაგური შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა.
მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიში ლიტველებმა გახსნეს, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კუბილინსკასმა ქართველთა საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობით ისარგებლა და საშუალო დისტანციიდან გუგეშაშვილს აუღებელი დაურტყა.
მეორე ნახევარში გიორგი ყიფიანმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა და ჯვაროსნებიც უფრო გააქტიურდნენ. საბოლოოდ კი, ამ აქტიურობამ შედეგი 65-ე წუთზე გამოიღო, ახლო მანძილიდან თემურ ჩოგაძემ მოახერხა მეტოქის კარის აღება. გატანილი გოლის შემდეგ 19-წლამდელებს კიდევ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ჰქონდათ, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი 4 სექტემბერს კვლავ „მიხეილ მესხზე“ გაიმართება და 17:30 წუთზე დაიწყება.
საქართველო U19 – ლიტვა U19 1-1
თბილისი, „მიხეილ მესხი“
საქართველო U19: გუგეშაშვილი, არდაზაშვილი (46’ საღრიშვილი), ლოჩოშვილი, კობოური (84’ გოგილაშვილი), კუხიანიძე (46’ ფოჩხუა), კვანტალიანი (67’ ბუღრიძე), ქოჩორაშვილი (67’ ჩაკვეტაძე), კოხრეიძე (62’ არველაძე), ხუბაშვილი, სამურკასოვი (46’ ჩოგაძე), მალი
მთ. მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
ლიტვა U19: შიაულისი, ვორონკო, სირვისი, მედელინსკასი, კუბილინსკასი (62’ ანტანავიჩიუსი), კონიკასი (42’ სუნელაიტისი, 84’ სკარჟაუსკასი)), სტოჩკუნასი (82’ გიედრაიტსი), პაულიკასი, დუბიცკასი (62’ ვიტკუსი), ჰოტუზი, კლონიუნასი
მთ. მწვრთნელი: სვაიუნის ჩესნულისი
გაფრთხილება: 55’ მედელინსკასი, 90’ გიედრაიტისი
გოლები: 0-1 კუბილინსკასი (45), 1-1 ჩოგაძე (65).
მსაჯები: გიორგი ყრუაშვილი, ზაზა მენთეშაშვილი, ბესიკ ჭიჭინაძე, ლაშა სილაგავა