19-წლამდელები: პირველ კალათაში, მეოთხე რეიტინგში – წილისყრის მოლოდინში

თარიღი: ნოემბერი 27, 2013

ხვალ, 28 ნოემბერს, ნიონში, უეფას 2013/14 წლების სეზონის 17 და 19-წლამდე ნაკრებების ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართება. წილისყრაზე დასასწრებად შვეიცარიაში უკვე გაემგზავრნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი.

„ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 19-წლამდელთა ელიტრაუნდი თბილისში წამოვიღოთ. ეს მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთშეთანხმებასა და მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ძალას არ დავიშურებთ, რომ ჩვენმა ბიჭებმა სახლში ითამაშონ და კვლავ გაახარონ ქართველი გულშემატკივარი“ – განაცხადა გამგზავრების წინ სფფ-ის პრეზიდენტმა  – ზვიად სიჭინავამ.

19-წლამდე ასაკში საქმე მართლაც საამაყოდ გვაქვს. ვასილ მაისურაძის ნაკრები პირველ კალათაშია განთესილი და საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, ამ ასაკში, ნაჩვენები შედეგებით ევროპულ რეიტინგში მეოთხეა.

19-წლამდე ასაკში, ყველაზე შედეგიანი და წარმატებული ქვეყანა ესპანეთია, რომელიც 6-გზის ევროპის ჩემპიონია. მოქმედი ჩემპიონი კი, სერბეთი გახლავთ, რომელმაც ივლისში, ლიტვაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა.

რაც შეეხება წილისყრას, საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასული 28 გუნდი 4 კალათაშია გადანაწილებული, საიდანაც, ელიტრაუნდისთვის შეიქმნება 7 ჯგუფი და საკვალიფიკაციო ეტაპის მეტოქეები გუნდებს აღარ შეხვდებიან. ანუ, ჩვენს შემთხვევაში, უელსის ნაკრები  მეტოქედ ვეღარ გვეყოლება. თითოეული ჯგუფის მასპინძელი ქვეყანა წილისყრის შემდეგ გაირკვევა, როცა ჯგუფის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრაზე დასხდებიან.

19-წლამდელთა მომავალი ევროპის ჩემპიონატი კი, 2014 წლის 19-31 ივლისს, უნგრეთში გაიმართება. შესაბამისად, უნგრეთის ნაკრები იქნება მერვე გუნდი, რომელიც ელიტრაუნდიდან გასულ შვიდ გუნდს შეუერთდება.

28 ნოემბრის წილისყრას საქართველოში ყველა მოუთმენლად ელოდება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებს.

ოთარ კაკაბაძე: „უპირველესად, ძალიან გახარებული და ამაყი ვარ, პირველ კალათაში რომ მოვხვდით და ყველას ვულოცავ ამ წარმატებას. რეიტინგშიც ძალიან ღირსეული ადგილი გვიკავია. თუმცა, ამ უპირატესობას გამოყენება სჭირდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ და ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოვხვდეთ. პირადად მე, ჯგუფში არ ვისურვებდი გერმანიის ნაკრებს, მაგრამ ბიჭებს უკვე იმხელა გამოცდილება დაგვიგროვდა, რომ გერმანიასაც არ შევუშინდებით და მათთანაც შევეცდებით ჩვენი ძალის დამტკიცებას.“

ნიკა ჭანტურია: „დავიწყებ იმით, რომ ძალიან სასიამოვნოა საქართველო პირველ კალათაში რომ არის. ყველას ერთი სული გვაქვს გავიგოთ, ვინ იქნებიან ჩვენი მეტოქეები ელიტრაუნდში და წილისყრას მოუთმენლად ველოდებით. ერთადერთი, მეორე კალათიდან მეტოქედ გერმანიას არ ვისურვებდი, მაგრამ თუ მოხდა და ჯგუფში მათთან ერთად აღმოვჩნდით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ჩვენ გავიდეთ და არა ისინი. მიმაჩნია, რომ საქართველოს ამ ნაკრებს შანსები ყველა გუნდთან აქვს და ეს შანსები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.“

საქართველოში არ იმყოფება 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ვასილ მაისურაძე, რომელიც სფფ-ის ეგიდით ჰოლანდიაში, მწვრთნელთა სემინარზე იმყოფება. წილისყრის შემდეგ, ვასილ მაისურაძის პირველ კომენტარსა და შეფასებებს სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით გაეცნობით.

ხვალინდელი წილისყრა თბილისის დროით 14:30 წუთიდან დაიწყება და თავდაპირველად, 17-წლამდე ნაკრების მეტოქეთა ვინაობას შევიტყობთ, რაზეც გუშინ უკვე ვწერდით. 15:15 წუთიდან კი, უკვე 19-წლამდელთა წილისყრა დაიწყება.

სფფ-ში დამკვიდრებული ერთგვარი ტრადიციის მიხედვით, ნაკრებების მწვრთნელები და ფეხბურთელები წილისყრას ფედერაციის ოფისში ერთად უყურებენ.

სფფ-ის პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გააკეთა პაატა ღუდუშაურმა, რამაც “ტორპედოს” ფანები განარისხა? (ვიდეო)

ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” 0-3 დაამარცხა. პაატა ღუდუშაურმა მე-3 გოლი გაიტანა და “ტორპედოს” ფანების წინ, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთი ოჯახი! ძმობა! როგორ დაიცვა ოსიმენმა კვარა (ვიდეო)

“უდინეზესთან” პენალტის დანიშვნის მომენტში კვარა წაიქცა და მასთან “უდინეზეს” მცველი უხეშად მივარდა. ეს ოსიმენმა დაინახა [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: “კვარამ გარსიას პოსტი გადაურჩინა”

“ნაპოლიმ” “უდინეზე” 4-1 გაანადგურა და კვარამ საუკეთესოდ ითამაშა. გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და პენალტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელიამ 7 თვის შემდეგ შეაგდო და გაგიჟდაა (ვიდეო)

კვარაცხელიამ ძალიან დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ “უდინეზეს” გაუტანა. ყველაფერი თვითონ შექმნა და შეასრულა. ⚽️🇮🇹 GOAL […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარგი ამბავი კვარასთვის – ლაურენტისმა პირადად მოსთხოვა გარსიას

ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას პირადად მოსთხოვა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოჯი: “ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ერთი რამე შეუძლია”

“იუვენტუსის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, თუმცა უარყოფითად. “კვარაცხელია უდავოდ ნიჭიერია, მაგრამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯერ მარუშიჩი, ახლა იმრანი – “დინამოს” მორიგი ლიდერი გაექცა

1 წლის წინ სერბმა თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა ეროვნულ ლიგას დასცინა, “დინამოც” უნებართვოდ დატოვა, როცა კონტრაქტი […]...
წაკითხვა