19-წლამდელები პორტუგალიასთან დამარცხდნენ

პორტუში 19-წლამდე ნაკრებებს შორის პრესტიჟული ტურნირი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებთან ერთად პორტუგალია, ჩეხეთი და რუსეთი იღებენ.
გუშინ პირველი ტურის მატჩები შედგა. საქართველოს ნაკრები მასპინძელთა გუნდს ეთამაშა და 4-1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ სამი გოლი პირველი ტაიმის 7-წუთიან ინტერვალში მივიღეთ. საქართველოს ნაკრებიდან გოლის ავტორი “ლოკომოტიველი” ლუკა კიკაბიძეა.
მასირაძის გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: გოშაძე, კაკაბაძე, გურეშიძე, ტაბიძე, სამხარაძე, აბურჯანია, შენგელია, გოროზია, კიკაბიძე, ზარანდია, ჯიქია.
გოლები: 1:0 მარტინსი (33), 2:0 ფრანცისკო რამოსი (35), 3:0 ივო როდრიგესი (40), 4:0 ანდრე სილვა (70), 4:1 კიკაბიძე (71).
დღის მეორე მატჩი ჩეხეთის და რუსეთის ნაკრების მონაწილეობით ფრედ, 1:1 დასრუდა.
18 აპრილი
პორტუგალია-ჩეხეთი
საქართველო-რუსეთი
20 აპრილი
ჩეხეთი-საქართველო
პორტუგალია-რუსეთი