19-წლამდელები სერბ თანატოლებს დაუზავდნენ (ვიდეო)
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. გიორგი ყიფიანის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სერბეთს შეხვდა და 1:1 დაუზავდა.
შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რასაც ზუსტად შესრულებული პენალტი მოჰყვა და სერბეთი უკვე მე-3 წუთზევე დაწინაურდა.
საქართველოს ნაკრებს მცირე დრო დასჭირდა და თამაშიც გამოასწორა. ყიფიანის შეგირდებმა შეტევაშიც მოუმატეს ტემპს და ზედიზედ რამდენიმე მომენტი შექმნეს.
უპირატესობა მეორე ტაიმში უფრო გამოიკვეთა და 51-ე წუთზე დავით კობოურმა თავურით შეძლო ანგარიშის გათანაბრება.
ქართველ 19-წლამდელებს კიდევ ჰქონდათ მომენტები, თუმცა სამჯერ ბურთი ძელს გაარტყეს, საიმედო იყო სერბი მეკარეც.
მომდევნო ამხანაგურ მატჩს ეს გუნდები უკვე 10 ოქტომბერს, “მიხეილ მესხზე” ჩაატარებენ. შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.
საქართველო U19 – სერბეთი U19 1:1
თბილისი, “მიხეილ მესხი”
საქართველო U19: გუგეშაშვილი, კობოური, ფოჩხუა, გოგილაშვილი (64’ კოხრეიძე), არაბიძე (79’ ჩოგაძე), ხუბაშვილი, მალი, ჩაკვეტაძე (79’ არდაზიშვილი), კვანტალიანი (64’ ბუღრიძე), ქოჩორაშვილი (64’ სამურკასოვი), ლაკვეხელიანი
მთ. მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
სერბეთი U19: სტანკოვიჩი, ილიჩი (53’ ნიშიჩი), დინგა, ბოშნიაკი, გოიკოვი, პეტროვიჩი, ვლაჰოვიჩი (21’ პეტროვი), რაჩიჩი (76’ ბირმანჩევიჩი), ბლაგოიევიჩი (67’ დუკიჩი), ნიკოლიჩი (53’ პეიოვიჩი), ზლატანოვიჩი (67 აჯიჩი)
მთ. მწვრთნელი: მილან კოსანოვიჩი
მსაჯები: გოგა კიკაჩეიშვილი, გიორგი ელიკაშვილი, დავით გაბისონია, ტარიიელ რუხაია
გაფრთხილება: 3’ ხუბაშვილი, 38’ ნიკოლიჩი
გაძევება: 29’ პეტროვი
გოლები: 0:1 რაჩიჩი (პენ) (3), 1:1 კობოური (51)