19-წლამდელები უკრაინაში – ელიტრაუნდამდე ტესტ-მატჩები კიევში გაიმართება
კვირას, 26 აპრილს, კიევში მიემგზავრება საქართველოს 19-წლამდე ნაკრები. გიორგი დევდარიანის გუნდი, დღეს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შემდეგი შემადგენლობით შეიკრიბა.
მეკარეები: ბექა ქურდაძე („საბურთალო“), ოთო გოშაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი)
მცველები: ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე (ყველა „საბურთალო“), ზურაბ მალანია („შუქურა“, ქობულეთი), ზურა ჯაფიაშვილი („დინამო“ თბილისი), გიორგი დუმბაძე („ლოკომოტივი“, თბილისი)
ნახევარმცველები: გიორგი ხარაიშვილი, გურამ გოშთელიანი, ლადო მამუჩაშვილი (ყველა „საბურთალო“), გიორგი ბერიძე („ზესტაფონი“), ლადო მოხევიშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), ზაურ გოგუაძე („ტორპედო“, ქუთაისი)
თავდამსხმელები: გიორგი ხორხელი („საბურთალო“), ბექა ჭკუასელი („დინამო“, ბათუმი), მათე კვირკვია („ზესტაფონი“), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი)
გუნდთან ერთად ვერ იქნება ლუკა ზარანდია, რომელიც ტრავმას იშუშებს. ასევე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ამ შეკრებაზე ვერ იქნებიან ნაკრების ძირითადი ბირთვის ფეხბურთელები – გიორგი თევზაძე, ილია კერძევაძე, რომან ჭანტურია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი კილასონია…
უკრაინულ შეკრებაზე ნაკრებს დებიუტანტი ეყოლება – ქუთაისის „ტორპედოს“ ახალგაზრდა ნახევარმცველი – ზაურ გოგუაძე, რომელსაც გიორგი დევდარიანი ამხანაგურ მატჩებში დააკვირდება.
19-წლამდელები უკრაინის დედაქალაქში 2 მაისამდე დარჩებიან და საწვრთნელ შეკრებასთან ერთად, ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ უკრაინის 19-წლამდე ნაკრებთან. პირველი მატჩი 28 აპრილს გაიმართება. განმეორებითი კი – 30 აპრილს.
19-წლამდე ნაკრების უკრაინული საწვრთნელი შეკრებისა და ამხანაგური მატჩების შესახებ ვიდეო, ფოტო და ტექსტურ ინფორმაციას, ტრადიციულად, სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაეცნობით.
სფფ-ის პრესსამსახური