19-წლამდელების მეორე გამარჯვება ფინეთთან
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ფინეთს 2:0 სძლია.
ორივე გოლი პირველ ტაიმში ბექა ქავთარაძემ გაიტანა. მეორე ნახევრის ბოლოს საქართველოს ნაკრები ბექა ხარშილაძის გაძევების გამო უმცირესობაში დარჩნენ მოედანზე, თუმცა მეტოქეს გოლის გატანის შანსი არ მისცეს და სამ დღეში მეორედ დაამარცხეს.
გიორგი ყიფიანმა ამჯერად ასეთი შემადგენლობა დააყენა: კერესელიძე, მალი, ასათიანი, ჯინჯოლავა, ხარაბაძე, ანდრონიკაშვილი, დარცმელია, ქოჩორაშვილი, ზარიძე, ნ. ნინუა, ქავთარაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: კასრელიშვილი, ფურცელაძე, კახიძე, ჭოხონელიძე, ხარშილაძე, ა. ნინუა, ბერიაშვილი, კუხიანიძე, ბარაბაძე, მეგრელაძე.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს სამსახური.