19-წლამდელებმა მარცხით დაიწყეს
დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გამართა და მონტენეგროსთან დამარცხდა.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. ქართველებს პირველივე წუთზე შეეძლოთ გოლის გატანა, როცა დასარტყმელ პოზიციაზე ხარაიშვილი აღმოჩნდა, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. მალევე იმავე ხარაიშვილს კიდევ ერთხელ შეეძლო მეტოქის დამწუხრება. საქართველოს შვიდიანი ამჯერად უკვე ზარანდიას პასის შემდეგ აღმოჩნდა ხელსაყრელ სიტუაციაში, თუმცა კვლავ არაზუსტად.
გატანა სტუმრებსაც შეეძლოთ. მეკარესთან პირისპირ გასულ ცმილიანიჩს გოშაძემ დაასწრო და ვითარება განმუხტა, რის შემდეგაც თამაშის ტემპი დაეცა, მაგრამ შეხვედრა კვლავაც მასპინძელთა დონიმირებით მიმდინარეობდა. გუნდები მხოლოდ ტაიმის ბოლოს გამოცოცხლდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტი გაცვალეს.
პირველის მსგავსად ანგარიშის გასხნა მასპინძლებს მეორე ნახევრის დებიუტშიც შეეძლოთ. ზარანდიას მორიგი გარღვევის შემდეგ ქიტეიშვილის ძლიერი დარტყმა ხარიხამ მოიგერია. გატანის კიდევ ერთი შანსი ხარაიშვილს ჰქონდა, თუმცა ამჯერადაც მისი დარტყმა მეკარის ნადავლი გახდა.
65-ე წუთზე კი მატჩის ერთ-ერთი გადამწყვეტი ეპიზოდი მოხდა. შეტევის მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილი რუდოვიჩი გელაშვილმა შეაჩერა. თუმცა, მსაჯის აზირთ, ქართველმა მცველმა ეს თამაშის წესების დარღვევით მოახერხა და პეტრ არდელეანუმაც 11-მეტრიანი უყოყმანოდ დანიშნა, რომელიც ცმილიანიჩმა გოლად აქცია.
გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლები კი გააქტიურდნენ, მაგრამ ანგარიშის გათანაბრების ნაცვლად მატჩის მიწურულს მეორე გოლი მიიღეს საკუთარ კარში. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ახლო ძელთან შარკიჩი გამოეხმაურა და ქუსლით გოშაძის კარის მიმართულებით საკმაოდ ეფექტურადაც დაარტყა. მეკარემ საკუთარი გუნდის გადარჩენა ვერ შესძლო..
დარჩენილ წუთებში მასპინძლები კი აქტიურობდნენ, რეალური საგოლე მომენტებიც შემქნეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 10 ოქტომბერს, კვიპროსელი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარებს.
დღეს გამართულ კიდევ ერთ მატჩში, რომელშიც ერთმანეთს მესხის სათადარიგო მოედანზე რუმინეთისა და კვიპროსის ნაკრებები შეხვდნენ, კვიპროსელთა მინიმალური გამარჯვებით, 0-1 დასრულდა.
საქართველო U19 0-2 მონტენეგრო U19
გოლები: ცმილიანიჩი 65′ ; შარკიჩი 81′
საქართველო U19: გოშაძე, მალანია, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, კილასონია, ხარაიშვილი, ქიტეიშვილი, ზარანდია, კერძევაძე (ჭანტურია 51′); გელაშვილი; კვირკვია (ბერიძე 46′ – არაბიძე 72′)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
მონტენეგრო U19: მ.შარკიჩი, გრივიჩი, ბანოვიჩი, ნილოვიჩი, რუდოვიჩი, ლონჩარი, ცმილიანიჩი, ვუკჩევიჩი, კოტორაცი (ვუკჩევიჩი 46′); კუკულიჩიჩი (მილოშევიჩი 76′); ვუინოვიჩი (ო.შარკიჩი 51′)
მთავარი მწვრთნელი: ალეკსანდარ მილიენოვიჩი
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები