WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (201948) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

19-წლამდელებმა სლოვაკეთთან ტესტ-მატჩი 0:1 დათმეს

თარიღი: სექტემბერი 4, 2014

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა სლოვაკეთის ქალაქ პოპრადში მასპინძელთა ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 0:1 დათმო.

მასპინძლებმა ანგარიში მალევე გახსნეს – მე-14 წუთზე, საჯარიმო დარტყმით გოლი ტომაშ ვესტენიცკიმ გაიტანა. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ამ მატჩში გატანილი ერთადერთი გოლი. გიორგი დევდარიანის ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს.

ამ ასაკში, სლოვაკეთს საკმაოდ კარგი ნაკრები ჰყავს. გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები იუვენტუსში, რომაში, ტოტენჰემში, ფულჰემში, პარმაში ირიცხებიან. 17-წლამდე ასაკში კი, ეს გუნდი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი და მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალისტია. ასე რომ, სპარინგ-პარტნიორად ღირსეული მეტოქე გვყავდა.

გიორგი დევდარიანმა სულ ოთხი ცვლილება გამოიყენა და ნაკრების დებიუტანტი – ლადო მოხევიშვილიც („ლევანტე“, ესპანეთი) იხილა საქმეში.

3 სექტემბერი, 2104. პოპრადი

სლოვაკეთიU19 vs საქართველოU19 1:0 (1:0) ამხ

სლოვაკეთიU19: ჟუნასი, ჩვატალი, კრუჟლიაკი, ვარგა, კუპეცი, ჰრომანდა, ლესნიაკი, შპალეკი (კადლეცი 90), ჰარასლინი (კაჩერი 46), ჩმელიკი (მატეჟკა 66), ვესტენიცკი

მთ.მწვრთნელი – მილან მალატინსკი

საქართველოU19: ქურდაძე, გელაშვილი, მარგველაშვილი, ტაბიძე, კილასონია (მოხევიშვილი 53), კიტეიშვილი, ხარაიშვილი (კაპ) (ჯაფიაშვილი 73), ხორხელი (კიკნაძე 53), შულაია (მალანია 61), შერაზადიშვილი (გოშთელიანი 66), ბერიძე

მთ.მწვრთნელი – გიორგი დევდარიანი

გოლი: ვესტენიცკი (14)

გაფრთხილება: კუპეცი, ჰრომანდა, კიტეიშვილი, შულაია, კიკნაძე

 

5 სექტემბერს, სენეცში, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მეორე ამხანაგურ მატჩს არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრებთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები