19-წლამდელთა ლიგაში დინამომ რუსთავს 14 გოლი გაუტანა
დღეს, “დინამო არენაზე” 19-წლამდელთა პირველობის შეხვედრა გაიმართა. თბილისელებმა “რუსთავს” უმასპინძლეს და არასაფეხბურთო ანგარიშით – 14:0 დაამარცხეს მეტოქე. ანგარიშიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, თუ რამხელა სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ მასპინძლებს. ქავთარაძემ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა, სამი გოლი თავის ანგარიშზე ძაგოევმა ჩაიწერა, ორ-ორი ზუსტი დარტყმით გოგილაშვილი და ჩაკვეტაძე გამოირჩნენ, თითო გოლიც სტუმრებს ზარიამ და კობოურმა გაუტანეს. ლევან გვანცელაძის გუნდს 6 მატჩიდან 16 ქულა დაუგროვდა და 22/3 ბურთების ბალანსით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.
დინამო 14:0 რუსთავი
U19 დინამო: კულუა, კაპანაძე, ჭურღულაშვილი, ლოჩოშვილი (ნინუა 55), კობოური, კუცია, ძაგოევი, ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 60), გოგილაშვილი (ქავთარაძე 60), ფოჩხუა, ზარია
U19 რუსთავი: მაზმიშვილი, გოცაძე, კიტეიშვილი, ვ. ბუჩუკური, გ. ბუჩუკური, გელაშვილი, ჩალაძე, კინწურაშვილი, ლომაშვილი, ტაბატაძე, ნიკოლიშვილი
მსაჯი: ირაკლი ხერხაძე