19-წლამდელთა პირველი ტესტ-მატჩი სერბეთთან ფრედ დასრულდა

თარიღი: ოქტომბერი 9, 2013

ვასილ მაისურაძის 19-წლამდე ნაკრებმა, სერბ სტუმრებთან პირველი ამხანაგური მატჩი ფრედ – 1:1 დაასრულა. შეხვედრას გორის „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონმა უმასპინძლა.

სერბეთის ასაკობრივი ნაკრებები, ტრადიციულად, კარგი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევიან და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ. ამ ფორმაციის 19-წლამდე ნაკრებში კი, რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებიც წლევანდელ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჩემპიონები გახდნენ.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, თუმცა, ჩვენი ფეხბურთელები ბურთს უფრო მეტხანს აკონტროლებდნენ. მიუხედავად ამისა, პირველი გოლი საკუთარ კარში მივიღეთ. დაცვის ხაზში დაშვებული შეცდომისა და ბურთის დაკარგვის შემდეგ, სტეფან ილიჩი ბექა ქურდაძესთან პირისპირ აღმოჩნდა და გოლის გატანა არ გასჭირვებია.

ქართველებმა წონასწორობის აღდგენა 24-ე წუთზე შეძლეს, როცა გიორგი გოროზიას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად მათე ცინცაძემ შეასრულა – 1:1. ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა, თუმცა, მანამდე ჩვენმა სტუმრებმა რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნეს საქართველოს ნაკრების კართან.

მეორე ტაიმიდან, გუნდების მწვრთნელებმა შეცვლების განხორციელება დაიწყეს. სერბები კვლავ სახიფათოდ იჩხვლიტებოდნენ. საქართველოს ნაკრები კი, მისთვის დამახასიათებელ ფეხბურთს ვერ აჩვენებდა. მატჩის ბოლოს, საჯარიმოს შესრულების შემდეგ, სერბებმა მეორე გოლის გატანა შეძლეს, თუმცა, ეს ბურთი არ ჩაითვალა, რადგან ჩვენს საჯარიმოში ერთბაშად 2 თუ 3 სერბი ფეხბურთელი თამაშგარეში იყო. რამდენიმე, მეტნაკლებად სახიფათო მომენტი ჰქონდათ ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებსაც, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო სერბთა თავკაცი – ველჟკო პაუნოვიჩი, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კარგი დახვედრისა და თბილი მასპინძლობითვის.

„ძალიან კარგი, დინამიური და კარგად საყურებელი თამაში გამოვიდა. იმედი მაქვს, სტადიონზე მოსულმა მაყურებელმა ისიამოვნა და მინდა მათაც მადლობა ვუთხრა, რომ მოვიდნენ. ქართულ მხარესთან ჩვენ დიდი მეგობრობა გვაკავშირებს და ასეთი თამაშები ჩვენი შეთანხმების საფუძველზე იგეგმება. ვფიქრობ, მომავალი თამაში უფრო საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან გუნდები უკვე კარგად იცნობენ ერთმანეთს და შესაბამისად, მატჩიც განსხვავებული იქნება. თუმცა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მსაჯების მოქმედებით ძალიან უკმაყოფილო ვარ…“ – განაცხადა პაუნოვიჩმა.

ამის შემდეგ კი, კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა.

ვასილ მაისურაძე: „დაცვაში აშკარად ბევრი შეცდომა დავუშვით. სრული შემადგენლობით თავიდანვე ვერ შევიკრიბეთ და ეს მხოლოდ ბოლო 3 დღე მოვახერხეთ, რადგან ბიჭებს თავიანთ კლუბებში ეროვნული ჩემპიონატის თამაშები ჰქონდათ და ესენი, ძირითადად, დაცვის ხაზში მოთამაშე ფეხბურთელები იყვნენ. დაღლილობა აშკარად იგრძნობოდა. თუმცა, ვთვლი, რომ დასაწყისისთვის ნორმალური თამაში გამოვიდა, რადგან ამ ასაკში ევროპის მოქმედ ჩემპიონ გუნდს დავუპირისპირდით და ჩემპიონატის მონაწილე რამდენიმე ფეხბურთელი დღეს მოედანზე იყო. ძალიან კარგი გუნდია და შესაბამისად, თამაშიც რთულად წავიდა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქართველი ფეხბურთელები და ჩვენ ყველა მოკლებულნი ვართ ასეთ სწრაფ ტემპში თამაშს და ვფიქრობ, რომ მომდევნო თამაშს უკეთ ვითამაშებთ.

პენალტზე ახლა ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ ვიდეოჩანაწერი უნდა ვნახო. მსაჯობის ხარისხსა და დონეზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. არჩათვლილი გოლი დროს, ყველამ დაინახა თამაშგარე მდგომარეობა. ჩვენ რომ უცხოეთში ტურნირებზე მივდივართ, მსაჯობა ასეთი კი არა, ბევრჯერ ამაზე უარესია. ასე რომ, ძალიანაც ნუ გავიკვირვებთ, რადგან ჩვენ უარესებსაც გვიკეთებენ უცხოურ შეკრებებსა თუ თამაშებზე…“

ასე რომ, 11 ოქტომბერს, ეს გუნდები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და 19-წლამდე ნაკრებისთვის ეს იქნება ბოლო საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ნოემბრის ევროშესარჩევის დაწყებამდე.

9 ოქტომბერი, 2013. გორი, სტადიონი „თენგიზ ბურჯანაძე“

საქართველოU19 – სერბეთიU19 1:1 (ამხ)

საქართველოU19: ქურდაძე, კაკაბაძე (გაბაძე 58), თევზაძე (კუსიანი 86), ნ.ჭანტურია (კაპ), ტაბიძე, ცინცაძე, ზარანდია (კერძევაძე 46), გოროზია (შენგელია 65), ჯიქია (ახვლედიანი 46), აბურჯანია, კიკაბიძე (მზევაშვილი 58)

მთ.მწვრთნელი – ვასილ მაისურაძე

სერბეთიU19: რაიკოვიჩი, ვიკო (იოვანოვიჩი 80), მილოშევიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, მარასი (ცვეტკოვიჩი 80), ბაბიჩი, შიმიჩი (პანტიჩი 58), მაქსიმოვიჩი, ილიჩი (მანდიჩი 80), გაჩინოვიჩი (ზუკანოვიჩი 80), ანტონოვი (რიშტიჩი 67)

მთ.მწვრთნელი – ველჟკო პაუნოვიჩი

გოლები: ილიჩი (18), ცინცაძე (24 პენ)

გაფრთხილება: ტაბიძე, ვიკო, შიმიჩი, ბაბიჩი, მანდიჩი

მსაჯი: ა.კრიჭაშვილი (საქართველო)

ამ ნაკრებებს შორის მეორე ამხანაგური შეხვედრა 11 ნოემბერს, კვლავ გორში გაიმართება და დღის 3 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ფიფას დაჯილდოება — რომელმა მწვრთნელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან

ფიფას წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების თავკაცების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფას დაჯილდოება — რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან

როგორც მოგეხსენებათ, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

საბა, საბა! – 20 ათასი თურქი გულშემატკივარი საბა ლობჟანიძის სახელს სკანდირებდა (ვიდე

საქართველოს ნაკრების შემტევმა თურქეთის სუპერ ლიგაში “გალათასარაის” 2 გოლი გაუტანა და “ჰათაისფორს” “გალასთან” 4-2 მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავით თაქთაქიშვილი: “დინამო სოხუმი ჩემპიონთა ლიგაზე გავა!”

“დინამო სოხუმის” გენერალური დირექტორი დავით თაქთაქიშვილი განცხადებას ავრცელებს. “დინამოს” ქალთა გუნდმა ბოლოს კენიის ეროვნული ნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია: “ფეხბურთი “რეალის” ამ ფეხბურთელმა შემაყვარა”

ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემაში “ნოესთან” მის საყვარელ გუნდზე და ფეხბურთელზე ისაუბრა. “ერთ-ერთი მეოცნებე ბიჭია, რომელმაც ბავშვობიდან [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია: “მთავარი ადამიანი ჩემს წარმატებაში მამუკა ჯუღელია”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემაში “ნოესთან” მამუკა ჯუღელზე ისაუბრა. &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი: “ქართულ ფეხბურთში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნულ ლიგაში არსებულ სიტუაციაზე გადაცემა “სპორტი იმედზე” ისაუბრა. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთაისის “ტორპედოს” ეროვნულ ლიგაში უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს

ქუთაისის “ტორპედოს” ტრანსფერების განხორციელების შემდეგ ეროვნულ ლიგაში ძალიან მაგარი შემადგენლობა აქვს და თითო პოზიციაზე მინიმუმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება შოთა არველაძის თავს?

48 წლის სპეციალისტმა 2020 წელს ტაშკენტის “ფახთაქორი” დატოვა და მას შემდეგ ისვენებს. გავრცელებული ინფორმაცია, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავით თარგამაძე 32 წლის ასაკში საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშია (ფოტოები)

32 წლის დავით თარგამაძე, რომელმაც კარიერა გასულ წელს დაამთავრა, ძალიან მაგარ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება. თარგამაძე, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძე ახალ გუნდში გადადის

“ფეჰერვარის” 27 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე იჯარის წესით კარიერას “ზალაეგერშეგში” გააგრძელებს. ბუდუს მიმართ ინტერესს პოლო...
წაკითხვა
ფეხბურთი

თუ ვინმეს სასწრაფოდ არ დაჭირდა – კვარა “რუბინში” რჩება

საქართველოს ნაკრების 20 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულამდე ყაზანის “რუბინს” არ დატოვებს. როგორც რუსული პრესა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართულმა გუნდებმა ამოისუნთქეს – დაფინანსება გაგრძელდება

მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ სათამაშო ბიზნესს რეგულაციები დაუწესა, ქართულ სპორტს საკმაოდ დიდი დაფინანსება მოაკლდა და […]...
წაკითხვა