1945 წლის შემდეგ პირველად – ერედივიზიონს ჩემპიონი არ ეყოლება!
ნიდერლანდების ერედივიზიონის 2019/20 წლების სეზონი ჩაშლილად გამოცხადდა. მიზეზი მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის პანდემია გახლავთ.
გამომდინარე იქიდან, რომ სეზონის დასრულება ვერ მოხერხდა, სეზონს არც გამარჯვებული ეყოლება და არც გავარდნილი გუნდები. 1945 წლის შემდეგ პირველად – ერედივიზიონს ჩემპიონიარ ეყოლება.
ჩემპიონთა ლიგის საგზური ამსტერდამის “აიაქსა” (პლეი-ოფი) და “ალკმაარს” (მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი) გადაეცემათ. ევროპა ლიგაზე ითამაშებენ – “ფეიენოორდი” (ჯგუფური ეტაპი), “პსვ” და “ვილემ II” (მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი).
ცნობისთვის გეტყვით, რომ სატურნირო ცხრილში 25 მატჩში დაგროვილი 56 ქულით ამსტერდამის “აიაქსი” იმყოფებოდა. ამავე ოდენობის ქულები ჰქონდა დაგროვილი მეორეადგილოსან “ალკმაარს”.
ასევე არ შედგება ნიდერლანდების თასის ფინალი “უტრეხტსა” და “ფეიენოორდს” შორის.