“ზესტაფონი”-“დინამო”. მორიგი მატჩის წინ

თარიღი: აგვისტო 23, 2014

შაბათს, 23 აგვისტოს, საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე პირველობის ერთპიროვნულ ლიდერს უმასპინძლებს. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარგველთა და თბილისის დინამოელთა რიგით ოცდამეთოთხმეტე საჩემპიონატო დაპირისპირება გაიმართება.

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ხანაში ყველაზე მეტი ტიტულის შემგროვებელ დინამოელებთან ქალაქ ზესტაფონის წარმომადგენელი კლუბების დაპირისპირებათა ისტორია ათვლას რიგით მეორე ეროვნული ჩემპიონატიდან მოყოლებული იწყებს… 1991-2003 წლებში გამართულ მატჩებში ”მარგვეთმა” და ”მეტალურგმა” ვერ ახერხებდნენ თბილისელთათვის დიდი წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დინამოელთა ულაპარაკო დომინირების ხანაშიც კი ზესტაფონის “მარგვეთმა” თბილისელები ორ შეხვედრაში მაინც დაამარცხა…

რაც შეეხება დინამოელებთან საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ურთიერთობათა ისტორიას – სადღეისოდ ეროვნულ ჩემპიონატში გუნდებმა ერთმანეთში 33 შეხვედრა გამართეს. ამ მატჩებში 18-ჯერ გაიმარჯვეს თბილისელებმა, 6 დასრულდა ფრედ, 9 კი მოიგეს ზესტაფონელებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც თბილისელი ფეხბურთელები ფლობენ უპირატესობას – 48:31.

საკმაოდ ხშირი გახლდათ თბილისურ-ზესტაფონური “დუელები” დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც. უნდა ითქვას, რომ აქ უპირატესობა იმერლების მხარესაა: სადღეისოდ გამართულ 8 სათასო შეხვედრაში 3-ჯერ იმერლებმა იმარჯვეს, 2-ჯერ დედაქალაქელებმა, 3 მატჩიც ფრედ დასრულდა, ბურთების სხვაობა 5:4 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ. ერთხელაც გუნდები სუპერთასისათვის მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს და ის შეხვედრა თბილისელთა მინიმალური გამარჯვებით (1-0) დასრულდა.

სულ, 2004 წლის შემდეგ, “დინამოსა” და “ზესტაფონს” შორის 42 შეხვედრაა ჩატარებული, აქედან 21-ში დედაქალაქელებმა იმარჯვეს, 12-ში იმერლებმა, 9 მატჩი კი დასრულდა ფრედ, ბურთების სხვაობა 53:36 ”დინამოს” სასარგებლოდ.

საკმაოდ საინტერესოა ის, რომ ზესტაფონელთაგან დინამოელთა კარში სხვაზე ხშირად ჯაბა დვალს გაუტანია – ჯაბას “დინამოს” კარში 4 გოლი აქვს გატანილი. 2-2-ჯერ თბილისელთა კარის ბადე ერთბაშად 6 ზესტაფონელ ფეხბურთელს (შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ზურაბ იონანიძე, ბექა გოცირიძე, ზაალ ელიავა და ნიკოლოზ გელაშვილი) შეურხევია. დღესდღეობით მარგველთა რიგებში მოასპარეზე ფეხბურთეთაგან კი “დინამოს” კარში ფეროელთა მაისურით ასპარეზობისას გატანილი გოლებით ჯაბა დვალი, გიორგი ჭანკოტაძე, თორნიკე კაპანაძე და ვახტანგ ჭანტურიშვილი იწონებენ თავს …

თბილისის “დინამოსთან” შაბათს გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი კი “პირველი არხის” ეთერში გადაიცემა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ელეონორა გოლდონი – იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც მამაკაცების გულებს მოიგებს (ფოტო)

ელეონორა გოლდონი იტალიელი ფეხბურთელია, რომელიც “ნაპოლის” ღირსებას იცავს. იქამდე, ის”ინტერში” თამაშობდა. ასევე, რამდენიმე მატჩი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰოლანდმა “ბაიერნთან” მატჩში ტრავმა მიიღო (ფოტო)

დორტმუნდის “ბორუსიას” ვარსკვლავმა, ერლინგ ჰოლანდმა, გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის მატჩში ტრავმა მიიღო. ნორვეგიელმა ფეხბურთელმა “დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გერმანული კლასიკა: “ბაიერნმა” “ბორუსიას” ქამბექი შეუსრულა (ვიდეო)

გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ალიანს არენაზე” გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალიან დაძაბული […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკაკუ: “ალექსისი “ინტერში” ბედნიერია, აქ ის მთელი დღე იღიმის”

მილანის “ინტერის” თავდამსხმელ ალექსის სანჩესს ძირითადად სათადარიგოთა სკამზე ჯდომა და შეცვლებზე შესვლა უწევს, თუმცა გუნდის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რივალდო: “მინდა “ბარსელონამ” პარიზში ქამბექი შეასრულოს, მაგრამ ამის არ მ

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, რივალდომ, ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” შანსები შეაფასა. შეგახსენებთ, რომ კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის პლე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერლინგ ჰოლანდმა “ბაიერნს” 9 წუთში 2 გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ პირველი გოლი იხილეთ მეორე გოლი IMPARABLE HAALAND El noruego ya marcó el segundo, descomunal […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პელე: “მბაპეს შეუძლია, ჩემი მემკვიდრე გახდეს”

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, პელემ, “პარი სენ-ჟერმენის” ფრანგ ვარსკვლავზე, კილიან მბაპეზე, ისაუბრა. “მბაპეს შეუძლია ჩემი მემკვიდრე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჰოფენჰაიმის” თავდამსხმელი ცარიელ კართანაა – როგორ დასრულდა ეპიზოდი? (ვი

6 მარტს გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში “ჰოფენჰაიმმა” საკუთარ მოედანზე “ვოლფსბურგი” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. შეხვედრის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალს” ბეილის გაყიდვა სურს

მადრიდის “რეალის” თემებზე სპეციალიზებული ინტერნეტგამოცემა Defensa Central იუწყება, რომ “სამეფო კლუბს” გუნდში გარეტ ბეილის შენა...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო. “გენტის” მთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: კრის ვუდის გოლი “არსენალის” კარში (ვიდეო)

“ბარნლი” – “არსენალი” კრის ვუდის გოლი იხილეთ ვიდეო Totally didn't expect this mistake from Granit […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გადაწყვეტილია – ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში ბრუნდება

შვედურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდება. FotbollDirekt-ის ცნობით, ზლატანს უახლოესი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერლინგ ჰოლანდის ბიძაშვილიც გოლების მანქანაა (ვიდეო)

ერლინგ ჰოლანდის ბიძაშვილი ალბერტ ტოლანდი გოლების მანქანაა. როგორც ჩანს, მათ გენში რაღაც განსაკუთრებულია. ალბერტი, ვიზუალურად, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო აგუერო, შესაძლოა, იტალიურ გრანდში ვიხილოთ

“მანჩესტერ სიტის” არგენტინელი ვარსკვლავი, სერხიო აგუერო, შესაძლოა უახლოეს მომავალში იტალიის სერია A-ს გრანდში ვიხილოთ. ამ […]...
წაკითხვა