ორი ახალგაზრდა მეგრელი ბიჭის პასუხი კორონავირუსს
კორონავირუსის პანდემიამ ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად უდიდესი ეკონომიკური პრობლემები გამოიწვია და გაჭირვებულ მოსახლეობას ამ დროს განსაკუთრებით გაუჭირდა.
მსოფლიო მასშტაბით საფეხბურთო გუნდები, მწვრთნელები და ფეხბურთელები მოსახლეობას ფინანსურად ეხმარებიან.
სოციალური პასუხისმგებლობა ორმა ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა, ლუკა მიქაიამ და ხვიჩა კვარაცხელიამ გამოხატეს.
18 წლის მიქაია ერთი თვის წინ ზუგდიდის ათ შეჭირვებულ ოჯახს 500-ლარიანი პაკეტით დაეხმარა.
დღეს გავრცელდა ცნობა, რომ 19 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ წალენჯიხის 100 ოჯახს 50-ლარიანი სასაჩუქრე პაკეტი გადასცა.
სფფ-ს დახმარების (100 000 ლარი) გარდა, საფეხბურთო გუნდების გარკვეულმა ნაწილმაც მიიღო მონაწილეობა ოჯახებისთვის საკვები პროდუქტების დარიგებაში, თუმცა კონკრეტულად ფეხბურთელების მიერ დახმარების შესახებ სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ამ ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს იდეალურად ესმის, რას ნიშნავს სოციალური პასუხისმგებლობა.