2 დიდი პოზიტივი – მარცხენა ვიპოვეთ და სანიოლი ვაისზე სწრაფია!
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვედეთის ნაკრებთან 1-0 წააგო. გვქონდა რამდენიმე მომენტი, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ და ჯგუფში ბოლო ადგილზე ვართ.
მიუხედავად წაგებისა, შედგა გრიგოლ ჩაბრაძის, გურამ გიორბელიძისა და გიორგი მიქაუტაძის დებიუტი. განსაკუთრებით კარგად დაცვის ფლანგებზე ჩაბრაძე და გიორბელიძე გამოიყურებოდნენ. მცველები დაცვაშიც ნორმალურად თამაშობდნენ და შეტევაშიც ერთვებოდნენ.
გიორბელიძე ამ თამაშით მარცხენა ფლანგზე შეუცვლელი გახდება, ჩაბრაძე კი კაკაბაძეს დიდ კონკურენციას გაუწევს.
თავის მხრივ, ვილი სანიოლმა პირველი ცვლილება ძალიან უცნაური გააკეთა – კვარაცხელია გაიყვანა და კიტეიშვილი გამოიყვანა, მაგრამ, როგორც გაირკვა, კვარას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და სწორედ ამიტომ. გარდა ამისა, მე-60 წუთზე ორი ცვლილება გააკეთა – გვილია (კანკავა), შენგელია (კვეკვესკირი). 78-ე წუთზე ბერიძე (ლობჟანიძე) და 84-ე წუთზე მიქაუტაძე (ქვილითაია) ვიხილეთ.
იმ ფონზე, როცა ვლადიმერ ვაისი ცვლილებებს პრაქტიკულად არ აკეთებდა ან მხოლოდ თამაშის ბოლოს, სანიოლს აშკარად განსხვავებული მიდგომა აქვს და უაზრო “სტაბილურობის” მოყვარული არ არის.
ესპანეთთან თავისი შანსი ბუდუ ზივზივაძესაც უნდა მიეცეს.