2 მთავარი გარემოება, თუ რატომ შეიძლება იყოს მოკლული გიორგი შაქარაშვილი
“საბურთალოს” ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგის 12 მსუბუქი დაზიანება აქვს მიყენებული და ასფიქსიით, წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. გამოიკვეთა 2 მთავარი გარემოება, თუ რატომ შეიძლება იყოს გიორგი შარაშვილი მოკლული.
1) ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გიორგის 12 მსუბუქი დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის, თვალებზე, მხრებზე და საზარდულზე. თუ დავუშვებთ, რომ გიორგი შემთხვევით ხევში გადაიჩეხა, მას გაცილებით უფრო მძიმე დაზიანებები ექნებოდა. მითუმეტეს თუ ის ხიდიდან გადავარდა ან გადააგდეს.
2) ჩანთა – გიორგი შაქარაშვილის ჩანთა საყრდენ ბოძზე იდო და გამორიცხულია, ადამიანი ხევში ჩაიჩეხოს, წყალში აღმოჩნდეს და ჩანთა ასე უვნებლად დადოს. ამავდროულად, თუნდაც ხევში ჩავარდნილიყო, გარდაცვალების მიზეზი წყალში დახრჩობაა და იმ ადგილიდან, პირდაპირ წყალში ჩაჩეხვა შეუძლებელია.
გიორგის წყლის საოცრად ეშინოდა და ის არცერთ შემთხვევაში არ გადაწყვეტდა, წყალში გაცურვას. მითუმეტეს, თუ მაინც ასეთი რამ გადაწყვიტა, ჩანთის დასადებად დრო არ ექნებოდა.
შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ დამნაშავეებმა გიორგი სცემეს და შემდეგ წყალში დაახრჩვეს. მე-2 ვერსიით, შაქარაშვილი სცემეს, უგონო მდგომარეობაში მყოფი კი წყალში ჩააგდეს.